როგორც "ღვინის ქარხანა #1-ის" ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ჟურნალისტებს და სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, სასამართლომ “სავანე ღვინის ქარხნის” სარჩელი, რომელიც სიცრუეზე იყო აგებული არ დააკმაყოფილა.
"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მედიისა და საზოგადოების პოზიტიური ზეწოლის შედეგია, ის რაც დღეს ვიხილეთ. სასამართლომ ნამდვილად ჩააბარა ღირსეულად და წარმატებულად ის ტესტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი. მან ძალიან ნათელი და ერთმნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ საქართველოში კერძო საკუთრება არის დაცული. კეთილსინდისიერი მესაკუთრეების ინტერესები საქართველოში დაცულია. ეს იყო ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაც “ღვინის ქარხანა #1″ის ინვესტორებს აღუდგათ ის განცდა რომელიც ეს პერიოდი დაკარგული ჰქონდათ" -ამბობს თაბაგარი.
შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო.
თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.
2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”.
მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.
მასალის გამოყენების პირობები






