"როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები....ოპერაციის შემდეგ დანიშნეს ქიმიოთერაპია" - ექიმებმა ჯანმრთელ ადამიანს ქიმიოთერაპია დაუნიშნეს
სოც.მედია - 13:09, 29 Oct, 2019     2303
ონკოლოგიური პაციენტის ზურაბ ჭანჭალეიშვილი მეუღლე თათული თეთრაული სოციალურ ქსელში , მისი ქმრის ავადმყოფობისა და ქართველი ექიმების დამოკიდებულების შესახებ წერს.

"როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები....

აუცილებლად დასაწერი,წასაკითხი და გასაზიარებელი პოსტი...

ვეცდები დავწერო მოკლედ (შეძლებისდაგვარად) და დეტალურად...

დაახლოვებით 2თვის წინ ზურა საავადმყოფოში მოხვდა სათესლე ჯირკვლის ტკივილით.სასწრაფომ გადაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში და გამოკვლევებიც იქვე ჩატარდა.მეორე დღეს დადგინდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია... ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ზურამ გადაწყვიტა რომ ინგოროყვაშივე უნდა გაეკეთებინა ოპერაცია.

17 სექტემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შევდივარ ექიმთან და მეუბენბა რომ სიმსივნე არის ავთვისებიანი და არის ეჭვი რომ მეტასტაზები წასულია მუცლის ღრუში.

დეტალურად არაა საჭირო გადმოვცე ჩემი რეაქცია...ვერც გადმოვცემ მარტო ის ვიცი რომ მთელი დღე გლოვაში და ტირილში გავატარე.იქამდე გვქონდა გაკეთებული MRI და ყველა საჭირო გამოკვლევა რის მიხედვითაც ჩანდა რომ ყველა ორგანო იყო სუფთა მაგრამ ოპერაციის მერე ჩვენმა

ექიმმა მოგვთხოვა ახალი გამოკვლევები რომლებიც უნდა ჩატარებულიყო იმავე კლინიკაში.არც ამ გამოკვლევებით გამოჩნდა სადმე რამე საეჭვო მაგრამ

მაინც (არ ვიცი რატო და ალბად არც თვითონ იციან) გადაწყდა ქიმიოთერაპია...

დაჟინებული მოთხოვნით ქიმიის კურსი უნდა ჩატარებულიყო სასწრაფოდ.

ქიმიოთერაპია დაგვინიშნა შალვა ჭოველიძემ რომელმაც ჩაატარა ოპერაცია.ამ დროს რა მდგომარეობა იყო ჩვენს სახლში თუ ტვინში მხოლოდ ჩვენ ვიცით და არავის ვუსურვებ გამოსცადოს მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მძიმეა... მივედით დათქმულ დროს,შევდივართ ქიმიოთერაპევტთან რომელსაც შევყავართ ითახში და გევუბნება რომ ზურას არ სჭირდება ქიმია,რომ ის ოპერაციის მერე აბსოლიტურად ჯანმრთელია და რომ ის არ გააკეთებს ქიმიას... შოკში ვიყავით,ზურა ტიროდა სიხარულით... მე ვერც სიხარული გამოვხატე,ვეღარ გავიგე რა მოხდა...დიდი მადლობა გადავუხადეთ ქიმიოთერაპევტს და წამოვედით ( მხოლოდ ამ ქაბატონის გამო არ მინდოდა ამ პოსტის გასაჯაროვება მაგრამ ვერც ამ ამბავს გავატარებდი ასე ჩუმად) ძალიან ბედნიერები ვართ ძააალიან მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა სიხარული. დაახლოვებით 2 საათში იგივე ქიმიოთერაპევტი გვირეკავს და გვეუბნება რომ რაღაცეებს გადახედა და შეეშალა,აუცილებლად და თან მეორე დღესვე უნდა დაიწყონ ქიმიოთერაპია..

ალბად ყველა ხვდებით რაც მოხდა იქ.. და რატო შეიცვალა აზრი ამ ქალბატონმა.

ბევრი რომ არ ვწერო ჩემი უახლოვესი მეგობრის დაჟინებით ჯერ ანალიზის პასუხები გავაგზავნეთ თურქეთში და მერე სასწრაფოდ წავედით ერთ-ერთ კლინიკაში სადაც დაგვხვდა ორი ქართველი გოგო

მარიამი და ხატია ( სამწუხაროდ გვარები არ მახსოვს,უღრმესი მადლობა მათ ყველაფრისთვის)გაკეთდა ყველაფერი რაც საჭირო იყო და წამოვედით... 2 დღის მერე დაგვირეკა ხატიამ და მოგვილოცა,

ზურა არის აბსოლიტურად ჯანმრთელი,არც ერთ ორგანოზე არ არის მეტასტაზი და რა თქმა უნდა ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ქიმიოთერაპია...

ეს იყო ნამდვილად დიდი სიხარული!

ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება.

დამიჯერეთ ხალხო ეს პოსტი არის ყველაზე მსუბუქი რაც შეიძლება ჩვენს მდგომარეობაზე დამეწერა.ეს ორო თვე რა ჯოჯოხეთი გავიარეთ,რამდენი ვიტირეთ,რამდენი ვიდარდეთ და რამდენჯერ დაგვენგრა მოლოდინი ვერ წარმოიდგენთ... რამდენ ორშაბათს ველოდეთ განაჩენივით, პასუხების ლოდინში...რამდენჯერ ერთმანეთსაც ვეღარ ველაპარაკებოდით და თავს ვისულელებდით თითქოს არაფერი ხდებოდა და თითქოს ქიმიაც არაფერი იყო,მერე რა... იმდენი ადამიანი იკეთებსო და სინამდვილეში ვიცოდით ეს ყველაფერი რამხელა ძალასთან და ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული.ყველაფერი გადავაგორეთ! სუსტ ადამიანად არასდროს ვთვლიდი თავს მაგრამ ამდენი ძალა თუ მქონდა ეხლა გავიგე...ვყველაფერი გავიარეთ ჩვენი ძალიან მაგარი ოჯახების და უძალიანმაგრესი მეგობრების დახმარებით რომლებიც დიაგნოზის დასმის წამიდან,ოპერაციის ჩათვლით დღემდე გვიდგანან გვერდით მორალურად თუ ეკონომიურად.ვუყურებდი მათ და ვხედავდი რომ ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ ჩვენთვის!

ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის,ჩვენ ვართ ყველაზე მდიდარი ადამიანები თქვენით!

მაქვს კითხვა ბატონ შალვა ჭოველიძესთან, ბატონო შალვა ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამოდენიმე თვიანი ტანჯვისთვის....( რისთვისაც არ გაგვიმეტეს უცხო ქვეყნის ექიმებმა)

რატომ??????

ადამიანს რომელმაც მოიშორა სიმსივნე და აღარანაირი მეტასტაზი თუ სხვა პრობლემ

აღარ ქონდა ორგანიზმში,რატომ დაუნიშნეთ 6 ქიმიოთერაპია?

გამიხარდება ამ

პოსტით ერთ ადამიანს მაინც თუ დავაფიქრებ დაგადავარჩენ...

ჯანმრთელობას გისურვებთ და მათ ვინც უკვე ებრძვის ამ

სენს ძალიან ძალიან მალე გამოჯანმრთელებას " - წერს თათული თეთრაული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42