ხელვაჩაურში ბზიკებმა მამა და ორი ბავშვი დაკბინეს
შემთხვევა - 15:55, 28 Oct, 2019     1247

ხელვაჩაურში, სოფელ თოდოგაურში ბზიკებმა მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაკბინეს. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტობერს მოხდა. ერთ-ერთ ბავშვს ნაკბენი კისრის არეში ჰქონდა. მოზარდები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, ჩატარებული კვლევებისა და პროცედურების შემდეგ კი, პაციენტები ბინაზე გაწერეს.

ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარის ტელევზია" ავრცელებს.

ბავშვების დედა ყვება, რომ მეუღლეს ბზიკმა ხურმის მოკრეფის დროს უკბინა, მწერმა ხესთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი ბავშვიც დაკბინა.

რაც შეეხება 6 წლის გოგოს, ბზიკმა მას მანქანაში უკბინა, როცა სოფლიდან კლინიკისკენ მიდიოდნენ.

''ხურმას კრეფდნენ, ჯერ მეუღლე ავიდა და ბავშვებიც აყვნენ. თავდაპირველად გოჩამ დაიძახა მიკბინაო, ვიფიქრე ბაზმა უკბინათქო. სანამ ჩამოვიდოდნენ, ბიჭიც აყვირდა, მეც დამკბინესო. ბავშვს თურმე შარვალში ჩაუძვრა. შეშინებულები გამოვიქეცით საავადმყოფოსკენ, მანქანაში ჩემი 6 წლის გოგო ატირდა, ვხედავ მასაც ყელთან აქვს ნაკბენი. თმაში კი, კიდევ ორი ბზიკი შევნიშნე'' - ამბობს მანანა ტარიელაძე.

მოქალაქე ამბობს, რომ ბზიკები მომრავლდნენ არა მხოლოდ სოფლებში, ბათუმის ცენტრალურ ნაწილშიც. მისი თქმით, ბაზის ბუდეები კი, განსაკუთრებით მრავლად არის ქალაქთან ახლოს მდებარე დასახლებებში. ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსშიც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა.

''დღეს შემთხვევით მოვხვდით სავადმყოფოში! რამოდენიმე კვირის წინ, ჩემს ერთ სოფელში ვიყავით სტუმრად და ბაზები ისე დაგვტრიალებდნენ თავს, შიშისგან ძლივს გამოვექეცით იქაურობას! თავისუფალ დროს მეორე სოფელში ვიყავით, იქ უარესი სიტუაცია დაგვხვდა, ეზოში რაც ხდებოდა აღარაფერს ვიტყვი, დაკეტილ ფანჯრებში საიდან შემოდიოდნენ ეს მაოცებდა! მას შემდგომ აღარ დამყავს იქ ბავშვები!

დღეს კიდევ ერთ ჩემს სოფელს ვეწვიეთ, შემოდგომაა, ბავშვები დაისვენებენთქო...ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე, ისე დაკბინეს ბზიკებმა მამა და შვილები, საავადმყოფოში როდის ჩავედით აღარაფერი მახსოვს...დაგვჭირდა ნემსები, გადასხმები და ა. შ.

ვის ვკითხო რატომ მომრავლდნენ ასე ეს ფუტკარ, ბზიკებ,ბაზები??? არ შეიძლება ამათთან ბრძოლა? ქალაქის ტერიტორიაზეც ბევრგან მინახავს! ჩემი მეგობრის შვილიც დაუკბენიათ შუა ბულვარში!'' - დაწერა მოქალაქემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42