„ცოცხებიდან“ საპატრიარქოს ტახტის გადატრიალებამდე...
სოც.მედია - 12:10, 28 Oct, 2019     3029
„ცოცხებიდან“ საპატრიარქოს ტახტის გადატრიალებამდე... - ამ სათაურით ეხმაურება სოციალურ ქსელ ფეისუქში, საპატრიარქოს ირგვლივ დაწყებულ მორიგ სკანდალს, "ნიუპოსტის" დირექტორი ეკა შინდაგორიძე.

მისი თქმით, ამ მოვლენებში თუ საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა მხილების სამიზნეს სწორად არ შეარჩევს, გახდება იმ თამაშის თანამონაწილე, რომელსაც რუსეთი საქართველოს და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ახორციელებს. როგორც ეკა შინდაგორიძე წერს, მხილების მთავარი სამიზნე კი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც "ქვეყანას ღირსება აყარა".

"ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი, გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა და ეკლესიის ავტოკეფალია; დაანგრია და მიწასთან გაასწორა ეკლესია-მონასტრები, დაწვა ხატები, შეურაცხყო სიწმინდეები, მოგვიკლა პატრიარქები, წაგვართვა ტერიტორიები, მოახდინა საქართველოს ანექსია და საკუთარი ნაცვალით გვმართავდა - ხან მეფისნაცვალის და ხან კრემლისნაცვალის სახით.

რა შეიცვალა?

თუ კარგად მივყვებით, მხოლოდ საუკუნე და ტექნოლოგიები. ინფორმაციას ვიგებთ უფრო მალე და უფრო მეტს, ვიდრე ეს უფეისბუქო ეპოქაში ხდებოდა.


როგორც აღმოჩნდა, საზოგადოებას რეაქცია მხოლოდ ზღაპრული ცოცხის გაგონებაზე ჰქონია და ჯერ კიდევ გამოყოლილი აქვს... თურმე იმის დაჯერება ურჩევნია, რაც არ უნახავს, მაგრამ იმ საზოგადოებაში, სადაც ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით ეკლესიის და პატრიარქის ავტორიტეტი 90%-ს ქვემოთ არ ჩამოდის, აი, ეს პატივცემული საზოგადოება, ფაქტობრივად სეირის მაყურებლად ზის ტელეეკრანის წინ და ყოველგვარი შინაგანი პროტესტის გარეშე ისმენს შემდეგს: როგორ მზადდებოდა ის, რაც უკვე სახეზეა...

ახლა გნებავთ ნუ განიკითხავთ, მხოლოდ ვერ მივხვდი ვის, დამნაშავეს?! ისიც აშკარაა, რომ ინფორმირებულობის მაქსიმალურმა შესაძლებლობებმა ტყუილ - მართალი, პერსონალური და საერთო ეროვნული ერთმანეთში აზილა, მაგრამ მაინც იმ აზრზე ვჩები, რომ არცერთ ხელისუფლებას (დამოუკიდებლობის წლებში, ცხადია) იმხელა დარტყმა არ მიუყენებია ეკლესიისთვის (საპატრიარქოსთვის არა, ეკლესიისთვის), როგორც ეს ამ ხელისუფლებამ ქნა. ეს არის ჩვეულბრივი რუსული სპეცოპრაცია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. არა მხოლოდ საცეცები აქვს რუსეთს მოდებული საპატრიარქოში, უკვე ანგრევს თავად ეკლესიას და ჩვენი ვალდებულება მხოლოდ მხილება არაა, მისი გადარჩენაა და როგორც იტყვიან ნაბან წყალს (ანუ საპატრიარქოს და ხელისუფლების უმსგავსობას) ბავშვი (ეკლესია) არ გადავაყოლოთ. იმ კაცს, სოლოლაკში რომაა გამაგრებული, არ ჭირდება ქვეყანაში მასზე მეტი ავტორიტეტი, ვერც ეკლესიას იტანს, ვერც პატრიარქს და არცერთი გონიერი სასულიერო პირი არ ჭირდება, არ ჭირდება გონიერი საზოგადოება, გონიერი პოლიტიკოსები... ამას დამატებული რუსული ვალდებულებები და გავლენა... სწორედ ეს ბოროტებაა სამხილებელი, უპირველესად... და ეს ბოროტება არის კაცი, რომელმაც ქვეყანას ღირსება აყარა.

თუ საზოგადოება და მითუფრო პოლიტიკური ელიტა, სწორად არ შეარჩევს მხილებისთვის სამიზნეს, ზუსტად იგივე თამაშის თანამონაწილედ იქცევა, რასაც რუსული სპეცსამსახურები საქართველოს ხელისუფლების ხელით ახორციელებენ ქართული სახელმწიფოს და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. რუსული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი კი, მცოცავი ოკუპაციის კვალდაკვალ, ეკლესიის და საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაციაა" - წერს "ნიუპოსტის" დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42