ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში, სადაც 39 ადამიანის გვამი იპოვა პოლიციამ, აღმოაჩინეს გარდაცვლილთა სისხლიანი ანაბეჭდები- წარწერების მეშვეობით დგინდება, რომ ისინი შველას ითხოვდნენ.
MIRROR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთა სხეულები შიშველ მდგომარეობაში იყო მოთავსებული სატვირთოს უკანა სათავსოში.
პოლიციამ ფურგონის კარებზე 26 წლის გარდაცვლილი გოგონას სისხლიანი ხელით დედისთვის დაწერილი შეტყობინება აღმოაჩინა: „ ვწუხვარ დედა, ჩემი მოგზაურობა საზღვარგარეთ წარმატებული არ გამოდგა. ძალიან მიყვარხარ, ვკვდები, რადგან ჰაერი არ მყოფნის“,- დაწერა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ვიეტნამელმა გოგომ.
სამართალდამცავთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც მათ კონტეინერის კარი გააღეს, შოკში ჩავარდნენ, რადგან ათობით მკვდარი ადამიანის სხეული დაინახეს, რომლებიც ერთმანეთზე ეწყო.
„გარდაცვლილ ადამიანებს პირიდან დუჟი ჰქონდათ გადმოსული, მას შემდეგ რაც ისინი აღმოვაჩინეთ“ ,- განაცხადეს პოლიციელებმა.
როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ნათელი ხდება, რომ მოკლული ადამიანები იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლი მიგრანტები, რომლებიც ცდილობდნენ ფულის გარკვეული რაოდენობის გადახდის სანაცვლოდ შეეღწიათ ბრიტანეთში არალეგალურად , რათა ემუშავათ.
აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, დაკავებულია 4 ადამიანი - მათ შორის ცოლ-ქმარი და სატვირთოს 25 წლის მძღოლი.
მასალის გამოყენების პირობები






