სიდნეის ვეტერინარული მეცნიერების უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის 30 სტუდენტი გაშიშვლდა კალენდარის გარეკანისთვის, რათა შემოსული თანხა მოხმარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციას „შავი ძაღლის ინსტიტუტს“,- ინფორმაციას ავრცელებს DAILY MAIL-ი
ღონისძიების ერთ-ერთი თანამონაწილისა და ორგანიზატორის, 23 წლის ლუსი ფუქტერის განცხადებით, როგორც მომავალი ვეტერინარები და ცხოველების შემსწავლელი მეცნიერები, ისინი წარმოადგენენ იმ მუშახელთა სეგმენტს, სადაც თვითმკვლელობების რიცხვი 4-ჯერ მაღალია, მსოფლიოში არსებულ სუიციდის საერთო საშუალო მაჩვენებელზე.
„შავი ძაღლის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულია ფსიქიკური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის. ხუთიდან ერთი ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფსიქიკურ დაავადებას ებრძვის. ვიმედოვნებთ, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია ბევრ მათგანს დაეხმარება“ ,- განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.
2020 წლის გამოცემა უკვე შესაძლებელია, მსურველებმა შეიძინონ 25 დოლარად ერთი კალენდრით.
„გაბედული 2020“-ის გამოცემა უახლესი კალენდარია უნივერსიტეტის ვეტერინარული მეცნიერების სკოლისთვის, რომელმაც წინა წლებში თითქმის 100,000 დოლარი გამოყო სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის გვალვაგამძლე ფერმერების ჩათვლით.



მასალის გამოყენების პირობები






