რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის დასაწყისში
ეს საინტერესოა - 23:44, 27 Oct, 2019     11591

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2020-ის პირველ ნახევარში. მომდევნო წლის პირ­ვე­ლი თვე ცვლილებებისა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თვეა. ნუ ჩა­ე­ჭი­დე­ბით იმას, რაც უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნათ წარ­სულ­ში. იმოქ­მე­დეთ თა­მა­მად, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლად. ახა­ლი წელი თხის რქის ზო­დი­ა­ქით იწყე­ბა, თხის რქა­ში კი იუ­პი­ტე­რი იმ­ყო­ფე­ბა, გე­ვა­ლე­ბათ ჰო­რი­ზონ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ოპ­ტი­მიზ­მით ავ­სე­ბა, ახა­ლი წელი პო­ზი­ტი­ურ ტალ­ღა­ზე და­ი­წყე­ბა.

2020 წლის პირ­ველ თვე­ში მარ­სი მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ წარ­მა­ტე­ბა ელით მათ, ვინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად იქ­ნე­ბა გან­წყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში.

თე­ბერ­ვა­ლში ყვე­ლა თა­მა­მი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლდება. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად ია­რეთ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, არ გა­და­უხ­ვი­ოთ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან. სამ­ყა­როს ნე­გა­ტი­უ­რი აღ­ქმა ის ბა­რი­ე­რია, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ჯა­დოს­ნუ­რი მო­მენ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უშ­ლის ხელს. ხში­რად შე­ეხ­მი­ა­ნეთ ოჯა­ხის წევ­რებს. ერ­თმა­ნეთს რჩე­ვით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და მო­რა­ლუ­რად და­ეხ­მა­რე­ბით. კარ­გი პე­რი­ო­დია ვარ­ჯი­შის და­სა­წყე­ბად მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი ნე­გა­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. ბრა­ზი­სა და რის­ხვის სა­მარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი, მე­დი­ტა­ცია. ხში­რად ისე­ირ­ნეთ ბუ­ნე­ბა­ში. აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვე­ბენ და მე­ტად გა­უ­მარ­თლებთ წყლი­სა (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი) და მი­წის (კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა) სტი­ქი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ველ დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს.

მარტის და­სა­წყის­ში პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­რო­ებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბააა მოსალოდნელი. შუა თვეში გა­ნი­ხი­ლე­ბა და­ზღვე­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სის­ტე­მის სა­კი­თხე­ბი. მარ­ტის ბო­ლოს სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად შე­იც­ვლე­ბა და უნდა და­ვე­ლო­დოთ სირ­თუ­ლე­ებს პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რებ­ში. წინ წა­მო­ი­წევს კონ­ფლიქ­ტე­ბი ფი­ნან­სუ­რი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გამო. ამ პე­რი­ოდ­ში უნდა გა­ფორმ­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რაც კონ­ფლიქ­ტებს წერ­ტილს და­უს­ვამს. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს სი­სუს­ტე­ე­ბი, დაქ­ვე­ით­დე­ბა მუ­შა­ო­ბის უნა­რი და გამ­წვავ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამა­ვე მი­ზე­ზი­თაც და­ზი­ან­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი და საქ­მი­ა­ნი სფე­რო­ე­ბი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­პი­რის­პი­რე­ბა პარ­ტი­ებს შო­რის, რაც კონ­ფლიქ­ტის კომ­პრო­მი­სუ­ლი გზით მოგ­ვა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. მარ­ტი სა­უ­კე­თე­სო თვეა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და მივ­ლი­ნე­ბის­თვის. მო­ე­რი­დეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, და­ი­ცა­დეთ აპ­რი­ლამ­დე, თვის ბო­ლოს და­გეგ­მეთ მხი­ა­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან.

აპრილი კარ­გი თვეა ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად. თუმ­ცა მო­ი­მა­ტებს კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. უსი­ა­მოვ­ნე­ბა გვე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­შიც. 2020 წლის აპ­რი­ლი ეს არის ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­ნახ­ლე­ბე­ბის თვე, ეს ეხე­ბა ნე­ბის­მი­ერ სფე­როს. შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გახ­შირ­დეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ე­რი­დოთ ზე­წო­ლას, ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, კა­ტას­ტრო­ფებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი. ზე­რე­ლედ მოქ­ცე­ვა და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი რის­კი და­უშ­ვე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნებ­ში დარ­ღვე­უ­ლი იქ­ნე­ბა ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ფონი. თვის ბო­ლოს სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბა: ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს და ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დუ­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ.

მა­ის­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან კოს­მი­ურ მოვ­ლე­ნას - მზე იუ­პი­ტე­რის ტრინს ვე­ლო­დე­ბით მი­წის სტი­ქი­ა­ში, ამ პლა­ნე­ტა­რულ დუ­ეტს ბედ­ნი­ე­რე­ბის ას­პექტს უწო­დე­ბენ. ადა­მი­ა­ნებს მე­ტად მოგ­ვე­თხო­ვე­ბა თავ­და­ჭე­რი­ლო­ბა, მიღ­წე­ვებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, დიდი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ფული შე­იძ­ლე­ბა და­ი­ხარ­ჯოს რე­მონტზე, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის, სა­მო­სის, სამ­კა­უ­ლე­ბის შე­ძე­ნა­ზე. აგ­რეთ­ვე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და რეს­ტორ­ნებ­ში სა­დი­ლო­ბა­ზე. დე­და­მი­წა ჰარმ­ნი­ულ ბი­ოს­ფე­რო­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ადა­მი­ა­ნებს გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ გან­წყო­ბა, გახ­შირ­დე­ბა და გამ­ყარ­დე­ბა მე­გობ­რუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რე­ბი. და­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს შე­ამ­ჩნე­ვენ ქრო­ნი­კუ­ლი პე­სი­მის­ტე­ბიც კი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია რე­ფორ­მე­ბი მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. შე­იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი. შე­იძ­ლე­ბა გა­ტარ­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა ახალ­გაზ­რდულ პო­ლი­ტი­კას. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც გა­ნი­ხი­ლე­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დამ­ყარ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კა­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ებ­ში. მე­წარ­მე­ე­ბი სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას შეძ­ლე­ბენ. მო­ი­მა­ტებს მივ­ლი­ნე­ბა, სა­ზღვარ­გა­რე­თაც. გა­უ­მარ­თლებთ მათ, ვისი ბიზ­ნე­სიც მშე­ნებ­ლო­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ფუ­ლის და­ბან­დე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში. თვის ბო­ლოს ბევ­რი მიხ­ვდე­ბა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. ნუ გა­და­დებთ იმ საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას, რა­მაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, წარ­მა­ტე­ბა უნდა მო­გი­ტა­ნოთ. ენერ­გია მო­ი­მა­ტებს და უმ­ჯო­ბე­სია, იგი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მო­ახ­მა­როთ. გზა­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­რეთ.

ივ­ნი­სში პლა­ნე­ტე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნით დის­ჰარ­მო­ნია მო­ი­მა­ტებს, ამ თვეში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შიც აი­სა­ხე­ბა. გა­და­ხე­დეთ აპ­რი­ლის მოვ­ლე­ნებს და გა­ავ­ლეთ პა­რა­ლე­ლე­ბი. ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა მო­ი­მა­ტებს ეკო­ნო­მი­კის, პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ებ­ში, სო­ცი­უმ­ში - ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რებ­ში. გარ­თულ­დე­ბა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბა. მო­ი­მა­ტებს სატ­რან­სპორ­ტო და ტექ­ნო­გე­ნუ­რი ავა­რი­ე­ბი, რაც დიდ მა­ტე­რი­ა­ლურ ხარ­ჯებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ივნისის მეორე ნახევარში სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. ეს პე­რი­ო­დი და­უთ­მეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. თვის ბო­ლოს წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42