"საზოგადოება არის უკიდურესად აღშფოთებული, იოლი გამოსავალი ამ სიტუაციაში აღარ არსებობს" - დედა სიდონია წმინდა სინოდის გადადგომას ითხოვს
სოც.მედია - 11:59, 27 Oct, 2019     1400
დედა სიდონია წმინდა სინოდის გადადგომას ითხოვს. მონაზონი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. დედა სიდონია ეკლესიაში შექმნილ მწვავე პრობლემებზე პასუხისმგებლობას სინოდს აკისრებს.


„მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ამომეწურა ყოველგვარი თმენის ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რასაც სინოდის წევრებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დაუსრულებლად ვისმენთ წლების განმავლობაში.

მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი. მაქვს დადებული მონაზვნობის აღთქმა და, ისევე როგორც ყოველი ადამიანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას ღვთისა და მოყვასის წინაშე. მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში სწორედ სიჩუმეა ცოდვა.

2. იმ ფაქტებიდან რაც მეუფე იაკობის მონაყოლიდან შევიტყეთ ერთიც რომ იყოს მართალი, ეს ნიშნავს დღეს წარმოდგენილი სასულიერო დასის დაქცევას!

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალი ამ სიტუაციაში არის, იღონოს ყველაფერი რათა - საეკლესიო ცხოვრება დაუბრუნოს ქრისტიანულ მორალს, ჩვენს მაცხოვარ უფალ იესო ქრისტეს.

პირადად მე მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში გამოსავალი არის, სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა. ხოლო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამის შემდეგ გამოარჩიოს 10 ღირსეული მღვდელმთავარი და დააკომპლექტოს სინოდი!

საქართველოს ეკლესიის მმართველობა არის სინოდალური და სწორედ იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი ეკლესიის წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე.

P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და, საზოგადოება არის უკიდურესად აღშფოთებული. იოლი გამოსავალი ამ სიტუაციაში აღარ არსებობს, აუცილებელია თამამი ნაბიჯების გადადგმა. ამას ვგრძნობ მთელი ჩემი თვითშეგნებით“ - წერს დედა სიდონია.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42