"ბოდიში, მაგრამ ჯიბეში ყოველთვის 1300 ლარი არ მიდევს... ჩემი 13 წლის შვილის შემრცხვა" - ჟურნალისტი "იმედი L"-ს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
სოც.მედია - 10:49, 26 Oct, 2019     4892

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სადაზღვეო კომპანია "იმედი L • Imedi L" - თან დაკავშირებულ ინციდენტის შესახებ წერს.

"გუშინ ღამის 12 საათზე ანდრიას ძაღლმა თვალი დაუზიანა, ცუდად. სასწრაფომ, ჭრილობის პირველადი დამუშავების მერე გვითხრა, რომ აუცილებელი იყო თვალის კლინიკაში გადაყვანა. კლინიკაში გვითხრეს, რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია თვალზე - უფრო სწორად, ქუთუთოზე ნაკერის დადება. ამასობაში ღამის 2 საათი გახდა. ოპერაციის ღირებულება 1300 ლარიაო. თქვენ „იმედი ელში“ ხართ დაზღვეული და საყოველთაო არ მოქმედებსო. ოღონდ „იმედი ელში“ დარეკვისას მითხრეს, რომ „ნიუ ჰოსპიტალი“ მათი პროვაიდერი არ არის. და ვერც სხვა პროვაიდერთან წამიყვანენ, რადგან „ნიუ ჰოსპიტალი“, სადაც ვიმყოფებით, ერთადერთი ამ პროფილის თვალის კლინიკაა საქართველოში, ღამით რომ მუშაობს - გადაიხადეთ ფული და ჩვენ განვიხილავთო.

ვეუბნები, ბოდიში, მაგრამ ჯიბეში ყოველთვის 1300 ლარი არ მიდევს, მე ხომ დაზღვევის ფულს გიხდით. ხომ ხართ ვალდებული, ბავშვი გადაუდებელი საჭიროებით ქუჩაში არ დამიტოვოთ. თუ ეს ერთადერთი კლინიკაა და სხვა არ არსებობს, რატომ არ გაქვთ პროვაიდერის კონტრაქტი დადებული.

„იმედი ელის“ გოგონა, შეწუხებული რობოტის ტონით მიმეორებს იგივეს, რომ სამწუხაროდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ... არადა საქმე იმაშია, რომ ეს ამ პროფილის ერთადერთი კლინიკაა, მაგრამ „იმედი ელი“ კონტრაქტს არ უფორმებს იმიტომ, რომ „ნიუჰოსპიტალი“ მათ კონკურენტს ეკუთვნის. ბოლოს „ნიუ ჰოსპიტალის“ რეგისტრატურის გოგონამ დაიწყო რეკვა თავის მენეჯმენტთან - ჩემი თავი შემეცოდა, ისე ეხვეწებოდა ვიღაცებს, ბავშვია ასეთ მდგომარეობაში, თანხას არ უნაზღაურებენ და იქნებ რამე ვუშველოთო...

მაგრად შემრცხვა, რომ ამ ყველაფერს მოსაცდელში ჩემთან მჯდომი თვალახვეული ანდრია ისმენდა. ჩემი 13 წლის შვილის შემრცხვა, განა იმიტომ, ფული რომ არ მქონდა - იმიტომ, რომ არც მას და არც მის ხუთ და-ძმას ქვეყანა არ ჰქონდათ... ბოლოს ორდღიანი კონტრაქტი გამიფორმეს - ანუ ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ თანხა ისევ ჩემით, ორ დღეში უნდა გადავიხადო.

კი. გადავიხდი ამ თანხას, მაგრამ 1300 კი არა, 50 ლარიც რომ იყოს, დაზღვევის ნაცვლად ფული მე რატომ უნდა გადავიხადო?! და ვინც ვერ გადაიხდის, კვდება? გადაარჩენენ და დაიჭერენ, ვალის გამო?

აი, ეს მარადიული უსამართლობით აყროლებული დუქანი - სახელად საქართველოს სახელმწიფო რომ ჰქვია - ვითომ ჯანდაცვით, ვითომ მინისტრებით, ქარაქუცა დეპუტატებით და პრეზიდენტით - მეზიზღება! ჩემი თავიც მეზიზღება მთავრობიდან მთავრობამდე, ამ დუქანში რომ ვაგდივარ და კანონ-სამართლით მოვაჭრე, ხეპრე მიკიტნებს მზეში დაბმული ვირის რუდუნებით ვიტან... არადა ეს დამპალი მასობრივი მოთმინებაც ათწლეულები რომ არ ილევა... როდემდე.

რაც მთავარია, ამ დრომდე „იმედი ელიდან“ არც კი მოვუკითხივარ ვინმეს.

იმედი L • Imedi L - სარფიანია სიცოცხლით ვაჭრობა? ვიცი, ძალიან გაინტერესებთ - თქვენი ე.წ. VIP სტატუსით დაზღვეული ანდრია თავს ძალიან კარგად გრძნობს. პერსონალს კი დიდი მადლობა პროფესიონალიზმისთვის და ადამიანურობისთვის - რეგისტრატურით დაწყებული და ქირურგით დამთავრებული.

მცირე განახლება: აი ამ პოსტის მერე, ახლახანს დამირეკეს „იმედი ელიდან“. თავიდან მითხრეს, რომ თვითონ კი მზად არიან, დაზღვევის თანხა გადაიხადონ, მაგრან „ნიუ ჰოსპიტალი“ დიდი ვარაუდით უარს იტყვის კალკულაციის მიწოდებაზე. მაგრამ თუ მიაწოდებენ - საკითხი გადაიჭრება. რა თქმა უნდა, სპიკერით ვალაპარაკე აქაურ ფინანსურ სამსახურს.

აღმოჩნდა, რომ თანხის გადახდას კი არ აპირებენ, კალკულაცია იმისთვის სჭირდებათ, რომ საკითხი განიხილონ! ყურებს არ დავუჯერე და კიდევ ერთხელ დავაზუსტე: გუშინ ღამით, სასწრაფოს ბრიგადამ გადაუდებელი დახმარების ჩვენებით „ნიუ ჰოსპიტალში შემოიყვანა თქვენთან დაზღვეული 13 წლის პაციენტი თვალის ტრავმით. ეს კლინიკა არ იყო ჩემი არჩევანი - ადასტურებთ, რომ ღამით მომუშავე ამ პროფილის პროვაიდერი კლინიკა ღამით არ მუშაობს?

- დიახ.

- და იმასაც ადასტურებთ, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტს „ნიუ ჰისპიტალში“ ყველა გადაუდებელი დახმარება გაეწია, თქვენ თვლით, რომ ამ სიტუაციაში, ამ ოპერაციის ანაზღაურება განხილვას და მსჯელობას საჭიროებს?

- დიახ.

- გმადლობთ..." - წერს დაჩი გრძელიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42