„გიწესს პიტიახში!“ ანუ მჭირხვნელი და მიჭირხვნისთვის მზადმყოფნი
სოც.მედია - 16:15, 20 Oct, 2013     3611

გამოჩნდა თუ არა, მაშინვე დაიწყო მისი ხოტბა-დიდება და გაჩნდა გამოთქმა ესე: „მევიდა ბიძინე - ჭამე, სვი და იძინე!“. მეუბნებოდნენ, სულაც ჩემი ახლობლები, სიყრმიდან შეზრდილი მეგობრები მეუბნებოდნენ - რას ერჩი, რატომ არ მოგწონს, კაცს სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია ქვეყნისთვის, თანაც, ხომ იცი, რამდენი ფული აქვს და მაგ ფულს თუ საქართველოსთვის დახარჯავს, მაგას რაღა სჯობია, ხომ იცი, რომ ყოვლისშემძლეა ფულიო...

ხომ აქვს მნიშვნელობა ყველაფერს: ვინ გეუბნება, როგორ გეუბნება და რატომ, ჰოდა, გავჩუმდი ცოტა ხანს და ვაკვირდებოდი...

თავიდან ურთიერთობებს ვაკვირდებოდი, აი, ამ კაცის ურთიერთობებს ვაკვირდებოდი და დამოკიდებულებას პოლიტიკოსებთან, და, რა თქმა უნდა – თან ვაკვირდებოდი და თან ვიმახსოვრებდი, და ვხედავდი, როგორ ეცვლებოდათ პირისახე და როგორ ეცვლებოდათ გამომეტყველება და მერე როგორ ეცვლებოდათ იერი ივანიშვილთან ახლობლობის მიხედვით, და რამდენად იყო განსხვავებული მათი მზერა,

და მერე როგორ იმართებოდნენ სიმაღლეში რჩეულნი და როგორ იშლებოდნენ წელში წარმატებულნი, და როგორ იღერებდნენ ყელს აღზევებულნი, როგორ ქედმაღლურად გადახედავდნენ ხოლმე ყოფილ კოლეგებს და ვფიქრობდი, რა მართალი ყოფილა ჩემი სიყრმის მეგობრების ნაწილი – რა ყოვლისშემძლე ყოფილა ფული!

ახლა სასულიერო პირებთან იყო შეხვედრაზე; და ვინაცვლებდი მეც იმ შეხვედრისაკენ – და მიდიოდა რეპორტაჟი, რომ – რაც ერი, ის – ბერი. და სტუმრად ჰყავდათ ივანიშვილი. ვინიშნავდი სათითაოდ – უმაღლეს სასულიერო წოდებას და პირებს, საპატიო სტუმრის რანგში ვისაც ჰყავდა სტუმარი;

და ვხედავ, შუაში უზით და უსხედან გარშემო, არიან შემომწკრივებულნი; სხედან და უსმენენ, უსმენენ მაღალი, ძალიან მაღალი იერარქები, და მერე შეჰღიმიან, და შესციცინებენ სახეში, და როგორა ჩანს, რომ შესაძლო და სავარაუდო ათეისტის ურწმუნო სახეს კი არ შესცინიან, იმის ფულსა და ქონებას, იმის შეძლებას შესცინიან და ვრწმუნდებოდი – რა მართალი ყოფილა ჩემი სიყრმის მეგობრების ნაწილი!

მერე ცნობილ მწერალთან შეხვედრა აჩვენეს – არა, შეიძლება ის სულაც არ იყო დიდი მწერალი; შეიძლება დიდი კი არა, პატარაც არ იყო; შეიძლება ის წიგნიც კი არ ჰქონოდეს დაწერილი, რომელიც დაწერა;

შეიძლება ძალადაც აბრალებდნენ მწერლობას, რადგან მისთვის მწერლის სახელი შეეძინათ, საჭირო დროს სწორედ მისგან ხალხის დასამოძღვრავად; მაგრამ ასაკით, მაგრამ მდგომარეობით, მაგრამ დღევანდელობით მაინც მას ეკუთვნოდა რიდი და პატივი და ამ დროს იქით ეამბორებოდა ხელზე ივანიშვილს და რათა?

იმად, რომ ფული აქვს და მის ფულს უყრიან მუხლს და მის ფულს ეამბორებიან: უყურებ, განიცდი, მოქმედებს შენზე ეს გულსაკლავი სანახაობა და კიდევ ერთხელ ფიქრობ – რა მართალი ყოფილა ჩემი სიყრმის მეგობრების ნაწილი!

მერე მოდის ჟურნალისტი ინტერვიუს ასაღებად: სახელიანი ჟურნალისტი; ცნობილი თავისი პირუთვნელობით და მტკიცე ხასიათით; შედის ივანიშვილთან და გამოდის ივანიშვილისგან და ისეთი თვითკმაყოფილი, ისეთი ზვიადი გამოხედვით ჯდება მანქანაში, მიხვდები, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მის ცხოვრებაში, რაღაცითაც არის დამწყალობებული და კიდეც რომ არავისგან და კიდეც რომ არაფრით – ეჭვი ხომ ჩნდება – ეჭვი საზარელი, რომ ფულიანი კაცი ფულით დაამწყალობებდა;

მით უფრო, რომ, მეორე დღეს ქვეყნდება ინტერვიუ დალაგებული, დაწმენდილი, გარანდული – ისეთი, ივანიშვილი რომ ვერც იტყოდა და არც იტყოდა, იმიტომ, რომ ივანიშვილი ასე ვერ აზროვნებს და ასე ვერ ლაპარაკობს და გრცხვენია – ჟურნალისტის მაგივრად გრცხვენია, რომ შეუსწორა, შეულამაზა და ისე წარუდგინა ხალხს და რის ფასად – ისევ ტივტივებს ტვინში, რომ – ალბათ ფულის ფასად და ისევ მახსენდება ჩემი სიყრმის მეგობრების ნაწილი – რა მართლები ყოფილან ისინი!

ახლა კიდევ ინტერვიუა პირდაპირ ეთერში –ინტერვიუერია წინააღმდეგობრივ მოღვაწეობაში გამობრძმედილი სატელევიზიო წამყვანი და ლაპარაკობს ივანიშვილი მონოტონურად და მონოლოგურად და ისევ ივანიშვილი ლაპარაკობს და ლაპარაკობს და ერთ სიტყვასაც არ აწყვეტინებენ, ერთ რეპლიკასაც არ ურთავენ, თუმცა თავისი მოღვაწეობის ისტორიაში ეს ტელეწამყვანი ცნობილია თავისი მწარე რეპლიკებით და ისევ ხედავ, რომ უნდა შეეპასუხოს, აი, ლამისაა პირიც დააღოს, რაღაც თავისებური ჩაურთოს, მაგრამ ფული, ფული აბრკოლებს ადამიანს, ფული უბორკავს ენას! და ისევ მართალია ჩემი სიყრმის მეგობრების ნაწილი: რა ყოფილა ეს ფული!

და ბოლოს – ერთი ცნობილი პოლიტიკოსი – მკაცრი იერსახის, კუშტი გამომეტყველების პოლიტიკოსი, რომელსაც უჭრიდა ენა და დემოკრატიის მოთხოვნით, ოცი წლის წინ სულ მუშტებს უბრაგუნებდა ეროვნული ხელისუფლების მესვეურებს – შემდეგ წლებში ხომ ცნობილი იყო, როგორც ზედმიწევნით პატიოსანი და უმწიკვლო არსება, თანაც იმდენად, რომ არჩევნების და გადარჩევნების ცოცხალ სინდის–ნამუსად იყო ცნობილი – და ამ სინდის–ნამუსსს უცებ აფიქსირებს ტელეობიექტივი, როდესაც პირმოთნე ღიმილით შესციცინებს ივანიშვილს, და აჩვენებენ ამ კადრს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ამ სინდის–ნამუსს სადღაც გადაჰკარგვია ის სიმკაცრეც, ის შეუვალობაც, ის პრინციპულობაც და სახეზე მარტო იმის უკმარობა ახატია, კუდი რომ არა აქვს და ვერ აქიცინებს!

ან კიდევ, ბოლოს, ვუსმენ ბრიფინგს, შეხვედრას მედიასთან და სხედან „მიჯირყვნის“ მოლოდინში საკუბოვედ გამოწყობილი, კარგად დაბანილ-დავარცხნილი რედაქტორები, ჰალსტუხებიცა - ჩამოუკონწიალებიათ და ცდილობენ მისი მზერა მაინც დაიჭირონ, ვინმე თუ კრიტიკული შეკითხვის დასმას გაბედავს, ამის ნაცვლად, იმ კრიტიკულს უბღვერენ, თანაც, ცდილობენ, ამან დაინახოს, რომ არ მოსწონთ იმ ერთი-ორის შეკითხვები, სახეზე კუნთები აუდ-ჩაუდით, უცახცახებთ - ეს ვინ არის! როგორ ბედავს, იდილია დაგვირღვიოს, ძლივს ამ კაცთან ჯდომა გვეღირსა! ვუყურებ ამეებს პირდაპირ ეთერში და – კიდევ ერთხელ მართლდებიან ჩემი სიყრმის მეგობრები!

ჰო, მართლდებიან, მაგრამ დავიღალე უკვე მაგათი სიმართლით; და გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ იმ ადამიანსაც თავისი სიმართლე აქვს, რომელიც მათ რჩევას არას დაგიდევთ და იტყვის თავის გულში:

– ღმერთო, მეც ადამიანი ვარ – ანგელოზი ხომ არა ვარ; და მეც, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩემი თანამოძმე, შეიძლება ვერ აღმოვჩნდე მოწოდების სიმაღლეზე, თუკი ვინმეს ფულზე ვიქნები დამოკიდებული – სხვებთან შედარებით 20–ჯერ მეტად თუ უზრუნველმყოფენ, დაუმსახურებლად თუ გადმომირიცხავენ სუბსიდიებს, შორეულ მოგზაურობებს თუ დამიფინანსებენ:

ვაითუ ჩემი ნებისყოფაც მოდუნდეს, ვაითუ ჩემი ღირსებაც დამდაბლდეს, თუკი ჩემზე დაუფარავ მოწყალებას გაიღებენ, მით უფრო, საყოველთაო გაჭირვების ჟამს, იქნება ვერც მე გამოვიჩინო სიმტკიცე; შეიძლება სხვაზე უფრო შესაზიზღი და საბრალობელი გამოვჩნდე მოძმეთა თვალში;

შეიძლება, მე სხვაზე უფრო მეტად დავეცე და შემეყინოს სახეზე მორჩილების გამომხატველი ძარღვი; შეიძლება ვერ დავძლიო ქედმოდრეკილობის ცდუნება და გვედრი, უფალო – ნუ გამხდი ვინმეს ცოცხალ მონად, მიხსენი პირმოთნე ღიმილისაგან!

HOT ბლოგერი

შენიშვნა: ბლოგის ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42