„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების მიზნების ფორუმზე „SDG FAIR 2019” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს წარადგენს. ჯიპიაის სტენდთან, გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ კომპანიის მიერ განხორციელებულ წარმატებულ CSR პროექტებს გაეცნონ.
თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი : ფორუმზე საშუალება გვაქვს ჩვენი კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები ფართო აუდიტორიას გავაცნოთ და ჩვენი გამოცდილება ამ სფროში სხვა კერძო ორგანიზაციებს გავუზიაროთ. მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებით. მსგავსი ღონისძიებები არის პლატფორმა იმ იდეების წარმოსაჩენად სადაც ბიზნეს იდეა იკვეთება საზოგადოებრივი სიკეთის იდეასთან და მხოლოდ ასეა შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოშიც მოგვარდეს ის პრობლემები რაც ჩვენს წინაშე დგას.
საქართველოში პირველი მდგრადის განვითარების მიზნების ფორუმი „SDG FAIR 2019” დღეს ბათუმში გაიმართა. ღონისძიების მიზანი მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა და მათი პოპულარიზაციაა. გამოფენაზე კომპანიები მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით განხორციელებულ პროექტებს წარადგენენ და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას საზოგადოებას გააცნობენ. ფორუმში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი წამყვანი ბიზნესკომპანიები იღებენ, რომელთაც წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობაში.
მასალის გამოყენების პირობები






