SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:25, 25 Oct, 2019     1352

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში 26 ოქტომბერს ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება. გამოფენა 26 ნოემბრამდე გასტანს და ევგენია ტაბიძის ხსოვნას მიეძღვნება. გამოფენა დაფუძნებულია ცისფერყანწელ პოეტთა ნაწარმოებებზე, მათ ცხოვრებასა და იმ სოციო-პოლიტიკურ გარემოზე, რომლის დროსაც ისინი ქმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს. გალერეა „ერთში“ წარმოდგენილი იქნება ანდრო სემეიკოს ფერწერული ინსტალაციები, სადაც საზღვრები ცისფერყანწელთა პოეზიასა თუ მხატვრის სპონტანურ ხაზებს შორის ბუნდოვანია, აბსტრაქტული და ზოგჯერ რეალისტურიც. გამოფენის გახსნასთან ერთად გაიმართება წიგნის პრეზენტაცია- “ვაჟა ფშაველას გააზრება”. ავტორები-ანდრო სემეიკო, მანანა ანთელიძე და ანა კორძაია-სამადაშვილი წიგნის შესახებ ისაუბრებენ.

SOLO და Erti Gallery-ს შორის არსებული თანამშრომლობა უკვე ერთ წელს ითვლის, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ხუთი, საქართველოს ხელოვნების ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცა წიგნი, რომელთა ავტორებიც მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან. SOLO და Erti Gallery-ს პარტნიორობა მიზნად ისახავს ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარებას როგორც ცნობილ, ასევე ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებთან, საერთაშორისო დონის კურატორებთან, სახელოვნებო ინსტიტუციებთან. ასევე, საქართველოს სახელოვნებო სივრცის მეტ პოპულარიზაციას და ამით დამატებითი სტიმულის მიცემას მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი არტისტებისთვის, რათა ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გაერთიანდნენ.

„SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ყოველი გამოფენიდან SOLO-მ შეიძინა თითო ნამუშევარი, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინა“,- განაცხადა SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge; http://facebook.com/www.SOLO.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42