„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის Golden Grill ჯილდო მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:09, 25 Oct, 2019     1182

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიკური ზრდისა და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.

„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობის წარმატება „ვენდის“ საერთაშორისო კონვენციაზე აღიარეს, დაჯილდოების ცერემონიალი კი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ „ვენდის“ საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი დარილ ბეარერი, საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძე.

„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნესსაქმიანობით, მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტებით, განვითარების სწრაფი ტემპებით, თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვითა და რეინვესტირების სტრატეგიით. გვეამაყება, რომ „ვენდის“ ქართულ წარმომადგენლობას მიღწეული შედეგებისთვის Golden Grill ჯილდო გადავეცით“. - განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ დაარსებიდან დღემდე საერთაშორისო „ვენდისგან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო უკვე მიიღო. მათ შორისაა: Diamond Award - ჯილდო წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის 2017 წელს, Wendy Award - რესტორნების გამორჩეულად ეფექტური საოპერაციო მართვისთვის 2016 წელს. „ვენდის“ ქართული რესტორნების 2 მენეჯერი დაასახელეს მსოფლიოში წარმოდგენილი „ვენდის“ 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის.

„ვენდის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის თქმით, საქართველოში „ვენდის“ არსებობის ისტორიაში ეს დღე ყველაზე გამორჩეულია.

„ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდიმ“ ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში გადმოგვცა. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით შევძელით, გაგვეზიარებინა საერთაშორისო „ვენდისთან“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. საქართველოში „ვენდის“ არსებობის ისტორიაში დღეს ყველაზე გამორჩეული დღეა, წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის და გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლისთვის ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას, ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა“, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42