„მერე რა გეშველებათ, ბიძინეიც რომ წავა...“ - ვიდეოპორტალებზე გავრცელებული სიმღერა
სოც.მედია - 15:07, 20 Oct, 2013     51572


თამაზ მონიავას შესრულებით (ის ხაზს უსვამს, რომ უპარტიოა), ვიდეოპორტალებზე გავრცელდა სიმღერა, რომელიც მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

„მევიდა ბიძინე - ჭამე, სვი და იძინე!“, - ამ ფრაზით იწყებს მონიავა სიმღერის წარდგენას და ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი ბიძინა ივანიშვილში სწორედ იმას ხედავს, ვინც ყველაფერს მის ნაცვლად გააკეთებს, თავად კი ჭამა-სმისა და ძილის გარდა არაფერი დარჩენია.

ამ სიმღერით მონიავა სწორედ ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს მიმართავს. სიმღერის ტექსტი ასეთია:

ოცნებებში დავფრინავ,

სხვა ოცნებით ვოცნებობ,

მაგრამ გადაგავიწყდათ

ფულის ნაცვლად დრო მეფობს...

 

ნეტავი რას უტოვებთ

თქვენს შვილებს და მომავალს,

მერე რა გეშველებათ,

ბიძინეიც რომ წავა...

ყველა ოცნებაშია,

ყველა სიზმრად ერთს ხედავს,

ყველას ბიძინას ფულის

უნდა ხელით შეხება.

ყველას მილიარდები

ესიზმრება, ბიძია,

ფული უყვარს სამშობლო -

სულ ფეხებზე ჰკიდია.

ოცნებები კარგია,

საოცნებოც მრავალი,

მაგრამ ჭეშმარიტება

გეკითხებით სად არის?

შენზე ფულის ,,ახევის“

ოცნებებიც დიდია

მერე არ თქვა: „არავის

ხმა არ ამოგიღიათ“.

სად გინახავს მაძღარი

ქართველი რომ შრომობდეს?

ბევრ ფულს თუ მიაჩვიე,

შენც დაგამხობს ბოლომდე.

ასე, ჩემო ბიძინა,

ჩვენთან ასე იციან,

სულ ეს არის, გახსოვდეს

შენი კოალიცია.

უამრავი გამცემი

დღეს შენს გვერდით არიან,

გუშინ მიშას უმღერდნენ,

რომ მიშა მაგარია.

უცხო რა საშიშია,შენიანებს ერიდე,

რაც მათ ზვიადს დამართეს,

განა არ გაგიგია?

ოცნებებში დავფრინავ,

სხვა ოცნებით ვოცნებობ,

მაგრამ გადაგავიწყდათ -

ფულის ნაცვლად დრო მეფობს...

ნეტავი რას უტოვებთ

თქვენს შვილებს და მომავალს,

მერე რა გეშველებათ,

ბიძინეიც რომ წავა.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42