არჩილ თაბაგარი: „სასამართო სხოდმაზე ჩვენ გამოვიკვლიეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ნათლად ადასტურებს რომ სარჩელი აგებულია სრულ სიცრუეზე“
სამართალი - 20:35, 24 Oct, 2019     937
„ღვინის ქარხანა#1-ი“ საქმეში სარჩელი ტყუილს ეფუძნება, ეს სამართლებრივი აბსურდია!“ - ამის შესახებ ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა საქართველოს სააპელაციო სასამართლოში „ღვინის ქარხანა #1-ის“ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არჩილ თაბაგარი დარწმუნებულია, რომ ახალი მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც სასამართლომ მიმდინარე პროცესს ოფიციალურად დაურთო, 29 ოქტომბერს საქმე მათ სასარგებლოდ დასრულდება და გამარჯვება გარდაუვალია. ამასთან, თაბაგარი იმედს გამოთქვამს რომ სიცრუეზე აგებული სარჩელი დარჩება დაუკმაყოფილებელი, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლო დავაში წარმოდგენილი სარჩელი ფალსიფიკაციაა.

„დღეს სასამართო სხოდმაზე ჩვენ გამოვიკვლიეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ნათლად ადასტურებს რომ სარჩელი აგებულია სრულ სიცრუეზე. სარჩელი წარმოადგენს ფაბრიკაციას. არანაირი ქონების მართლსაწინააღმდეგო გასხვისებას არ ჰქონია ადგილი! 2004 წელს, მოდავე კომპანიამ სრულიად მართლზომიერად გაასხვისა ქონება. 2015 მათ აღძვრეს სარჩელი. ნათლად წარმოვაჩინეთ ტყუილი, რასაც ეფუძნება მათი სარჩელი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია რომ იმ სამართლებრივ აბსურდს, რაშიც ვიმყოფებით დღეს, სააპელაციო სასამართლო დაუსვამს წერტილს. 29 ოქტომბერს მე მოველი რომ სასამართლო კეთილსინდისიერი შემძენის უფლებებს დაიცავს,“ -ამბობს არჩილ თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”.

მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42