პაატა მამარდაშვილის, ყოფილი „კანონიერი ქურდის“ მიერ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების ფოტოასლებს აქვეყნებს „ფეისბუქზე“ „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.
ნადარეიშვილი წერს, რომ ამ ჩვენების გარდა, კიდევ 5-6 „კანონიერი ქურდისა“ და კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენება არსებობს, რომელიც ე.წ. ციხის ბუნტს აღწერს და სადაც ისინი ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ.
ანი ნადარეიშვილი წერს:
„კანონიერი ქურდის პაატა მამარდაშვილის ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ!
როგორც იცით ამ ე.წ. "დაზარალებულ ქურდებს" მიცემული აქვთ 5-6 ჩვენება, რომლებიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო და შეცვლილია იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებდა გამომძიებელი.

ქვემოთ მოცემული დაკითხვის ოქმი არის "დაზარალებული კანონიერი ქურდის" პაატა მამარდაშვილის ერთ-ერთი ჩვენება, რომელიც როგორც ბოლო ფურცელზეა მითითებული არის დაწერილი გამომძიებლის კარნახით, წაიკითხა თვითონ მამარდაშვილმა, ყველაფერი სწორიაო და მოაწერა ხელი.
ამ ჩვენების წაკითხვა ყოვლად შეუძლებელია, ვინაიდან დაწერილია იეროგლიფებით და არა ქართული ანბანით. აბა, ვინმე თუ წაიკითხავთ და გადამითარგმნით რა წერია ქურდის ჩვენებაში, ვაწესებ ჯილდოს!“.
მასალის გამოყენების პირობები






