ცოლ-ქმარმა ამერიკიდან ბათუმში კაზინოს უჩივლა: ძაღლებივით გამოგვყარეს
შემთხვევა - 17:54, 24 Oct, 2019     1292
ძალით გამოგვიყვანეს კაზინოდან, გამოგვყარეს... ვერ გავიგეთ, რატომ მოგვექცნენ ასე. მაისის შემდეგ ბათუმში ვართ და ხშირად დავდიოდით ამ კაზინოში, ჩვენ გვინდა, პოლიციამ რეაგირება მოახდინოს," - ამას ცოლ-ქმარი გვიყვება - ოლეგ კრუპნიკი და ზიფა ხუსიაინოვა. ოლეგი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ზიფა - რუსეთის. ისინი ამერიკიდან ბათუმში მაისში ჩამოვიდნენ. ოლეგი 2 წლის ყოფილა, როცა ბათუმი დაუტოვებია.


„მამაჩემი ქართველი ებრაელი იყო, ჩვენი ოჯახი მახინჯაურში ცხოვრობდა. მე ორი წლის ვიყავი, როცა აქედან წავედით... 1989 წლამდე მოსკოვში ვიყავით, შემდეგ გადავედი ამერიკაში საცხოვრებლად. წელს პირველად ვნახე ბათუმი. ის მართლა ისეთია, როგორც მამაჩემი მიყვებოდა - განსაკუთრებით თბილი ხალხით. მე განსაკუთრებით მომწონს აქაურობა. ამდენ ხანს აქ დარჩენას არ ვაპირებდით, მაგრამ შემოვრჩით. აქ მახინჯაურში ვცხოვრობთ, ჩვენს ნათესავებთან," - გვითხრა ოლეგ კრუპნიკმა. მისი თქმით, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესითაა დაკავებული და თავის საქმეს ნოემბრიდან დაუბრუნდება.

ოლეგი და ზიფა ბათუმში სხვადასხვა კაზინოს, მათ შორის, „ლეო გრანდის" ხშირი სტუმრები ყოფილან.

„იმ საღამოსაც, 13 ოქტომბერს, „რულეტკის" სათამაშოდ მივედით „ლეო გრანდში", - იწყებს ზიფა ხუსიაინოვა. მისი თქმით, მოლარეს მან საკრედიტო ბარათი გადასცა და 300 ამერიკული დოლარის ექვივალენტი ლარში გადატანა სთხოვა კაზინოს სათამაშო ბარათზე.

„ვიცოდი, რომ სათამაშო ბარათზე დაგვერიცხა 891 ლარი და ვთამაშობდით. დაახლოებით 4 საათის შემდეგ ჩვენთან მოვიდა მოლარე და თქვა, რომ არასწორად დაირიცხა თანხა, 300 დოლარის ნაცვლად, 100 დოლარი გადავიტანეთ და ისევ უნდა მოგვცეთ საკრედიტო ბარათიო," - ამბობს ზიფა ხუსიაინოვა.

„ვუთხარი, რომ შეტყობინება ტელეფონზე მოვიდოდა და ვერ გადავამოწმებდი, რეალურად რამდენი ჩამოიჭრა, რადგან ტელეფონი თან არ მქონდა, ინტერნეტში გადამოწმების საშუალება იქ არ იყო. შევთავაზე, რომ ჩემი ცოლი დარჩებოდა კაზინოში, მივიდოდი სახლში, გადავამოწმებდი, დავბრუნდებოდი და გადავიხდიდი, რაზეც უარი თქვეს. მოლარემ დაუძახა დაცვის თანამშრომელს და ხუთმა კაცმა ძალით გამოგვიყვანა, ძაღლებივით გამოგვყარეს," - გვითხრა ოლეგ კრუპნიკმა.

„უხეშად გვექცეოდნენ, არ ვიცი, რას ამბობდნენ, ისინი ქართულად საუბრობდნენ... ძალით როცა გამოვყავდით, მობილურით მინდოდა გადამეღო, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა ამის საშუალება არ მომცა," - ამატებს ზიფა.

ცოლ-ქმარს კაზინოსთან პოლიცია გამოუძახებია. ამბობენ, რომ პოლიციელები ადგილზე დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივიდნენ და ცოლ-ქმარი პოლიციის მე-3 განყოფილებაში გამოკითხეს.

„შემდეგ არავინ დაგვიკავშირდა, არც კაზინოდან და არც - პოლიციიდან. ჩვენ გვინდა, მოხდეს რეაგირება," - აღნიშნა ოლეგ კრუპნიკმა საუბრის დასასრულს.

„ეს დღეები აღარ გვითამაშია, შეგვაშინეს. ვფიქრობ, რომ ბათუმს კარგი შესაძლებლობა აქვს განვითარების, მაგრამ სერვისებში, მგონი, ხშირად არის პრობლემა," - დასძინა ზიფამ დამშვიდობებამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყებულა, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება და გამოკითხეს როგორც პოლიციაზე მიმართვის ინიციატორები, ასევე, კაზინოს თანამშრომლები. საქმისწარმოება დასრულებული არ არის.

წყარო: „ბათუმელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42