იმისთვის, რომ წნევის წამალმა მაქსიმალური შედეგი მოგცე, ის ძილის წინ უნდა მიიღოთ - აცხადებენ ესპანელი ექიმები, European Heart Journal-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. მათი აზრით, შეიძლება ამან ლეტალური შედეგისგან გიხსნათ.
მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად ძილის წინ მიღებული წამალი იცავს ადამიანს ინსულტებისა და გულის შეტევებისაგან. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის მიერ წამლის ათვისება დამოკიდებულია მის "ბიოლოგიურ საათებზე" და ორგანიზმის ბუნებრივ რიტმზე.
ეს კვლევა დღეისათვის ყველაზე მასშტაბურია ამ მიმართულებით. მასში 19 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წნევის წამალს რეგულარურად იღებენ.კვლევის მონაწილეები პირობითად გაყვეს ორ ჯგუფად - ერთ ჯგუფში შემავალი ადამიანები წამალს დილით, ხოლო მეორენი - საღამოს, ძილის წინ იღებდნენ. ამ 19 000 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები 5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. დაკვირვების შედეგად, ექიმებმა დაასკვნეს, რომ გულის შეტევით ან გულის უკმარისობით გარდაცვალების რისკი ორჯერ მცირდება მათთვის, ვინც წამალს ძილის წინ იღებდა.
სისხლის წნევა ღამით, ადამიანის ძილის დროს, როდესაც მისი ორგანიზმი ისვენებს, დაბლა უნდა იწევდეს. თუ ეს ასე არ ხდება, ჰიპერტონიით დაავადებულთათვის იზრდება გულის შეტევის ან ინსულტის რისკი. სწორედ ამის გამო იმ ჰფუფის წევრებს, რომლებიც წამალს ძილის წინ იღებდნენ, წნევა საგრძნობლად დაბალი ჰქონდათ, მეორე ჯგუფთან შედარებით. შესაბამისად მათი არტერიული წნევის კონტროლი უფრო მარტივია.
ექიმები აცხადებენ, რომ კიდევ აპირებენ დამატებითი კვლევების ჩატარებას მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ თუ ეთნიკურ ჯგუფებში, რომლების დხვადასხვა სახის წნევის წამალს იღებენ და სხვადასხვა სახის სამუშაოთი არიან დაკავებულები. ბუნებრივია, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც წამლებს ექიმების რჩევით სვამენ.
კვლევის ბოლოს ექიმები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ ადამიანებს, რომ არტერიულ წნევაზე დადებითად ცხოვრების ჯანსაღი წესი მოქმედებს და მათ თავი უნდა შეიკავონ"
- ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღებისგან
- თამბაქოს მოწევისგან
- წინის მატებისგან
- უმოძრაობისგან
- მარილის ზედმეტი რაოდენობით მიღებისგან.
მასალის გამოყენების პირობები