„ეროვნული ფრონტი“ ოლიმპიურ კომიტეტთან სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს მოითხოვს
საზოგადოება - 09:53, 20 Oct, 2013     1844

დღეს, 14:30 საათზე ქართველ ნაციონალისტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი" საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წინ გამართავს აქციას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების მოთხოვნით

"იმ პირობებში, როცა რუსეთის ფედერაციამ მოახდინა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აღიარა საქართველოს ამ ძირძველი რეგიონების დამოუკიდებლობა, ე.წ. საზღვარზე გააბა მავთულხლართები და აღმართა რკინის გისოსები, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დაუშვებლად მიიჩნევენ 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალ რეალობასთან შეგუებისკენ მოგვიწოდებენ, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი, თითოეული ქართველი სპორტსმენი ვალდებულია დადგეს ქვეყნის და ერის ინტერესების სადარაჯოზე, ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახოს, რომ ქართველები არასოდეს შევეგუებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევას.
სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა იქნება ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის და ერის ღირსების ფეხქვეშ გათელვის თვალსაჩინო მაგალითი, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა. ქართველი სპორტსმენები ქართველი ერის ნაწილს წარმოადგენენ და მათ არ აქვთ უფლება ტრიუმფატორი ოკუპანტის წინაშე წარდგნენ როგორც დამარცხებული და მუხლებზე დაჩოქებული ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არც მათ სპორტულ მოტივაციას წაადგება.

ამიტომ, მოვუწოდებთ, ოლიმპიურ კომიტეტს და ქართველ სპორტსმენებს დაიცავით სახელმწიფოს და ერის ღირსება. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ შეგვწევს ძალა ადეკვატური პასუხი გავცეთ მტრის სამხედრო აგრესიას, მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნი ვართ ოკუპანტებს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ საკუთარი ქვეყნის და ერის ღირსება! 
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება იქნება ერთადერთი სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება რუსული ოკუპაციის პირობებში.

არ არსებობს უფრო მაღალი ფასეულობა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა! არ არსებობს უფრო მაღალი ჯილდო და მედალი, ვიდრე საკუთარი ერის ღირსების დაცვა და სიყვარულია!", - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42