ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეში თოდუას კლინიკა უფასო კონსულტაციებს ატარებს
ჯანმრთელობა - 11:19, 24 Oct, 2019     8393

პრევენციის მეთოდების დახვეწის მიუხედავად, მკერდის კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური პათოლოგიაა.

როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე ის უსიმპტომოდ ვითარდება. ამიტომ დროული და კვალიფიციური დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაავადების სწორ მკურნალობაში. სამწუხაროდ, ქალები პროფილაქტიკის მიზნით იშვიათად მიმართავენ ექიმს კონსულტაციისთვის, რაც, რა თქმა უნდა, დაავადების გართულების სერიოზულ რისკს ქმნის.

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე, დაავადების ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის მამოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა ყატაშვილი და მამოლოგი გიორგი კეჭყემაძე გვესაუბრებიან.

- რამდენად ხშირია ძუძუს კიბოს შემთხვევები საქართველოში?

ზაზა ყატაშვილი: ქალების სიმსივნეებში ძუძუს კიბოს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო წლებში მომატებულია შემთხვევების რაოდენობა. მაგალითად, თუ 90-იან წლებში 100 000 მოსახლეზე წელიწადში 27 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 50-მდე გაიზარდა.

საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესენია: სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, ფარისებრი ჯირკვლის, ნაწლავისა და პროსტატის სკრინინგი. მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა უფასოა, წელიწადში დაახლოებით 30 000 ქალი მონაწილეობს მასში, რაც დაბალი მაჩვენებელია.

90-იანი წლების შემდეგ პროფილაქტიკის მიზნით მომართვიანობის დინამიკა უმნიშვნელოდაა გაზრდილი. ეს დაბალი სამედიცინო განათლებითა არის გამოწვეული. სამწუხაროდ, პაციენტები, უმეტეს შემთხვევაში, მეტასტაზური სიმსივნეებით მოგვმართავენ, ანუ მაშინ, როცა დაავადება შორს არის წასული. აუცილებელია ქალებმა გაითავისონ, რომ ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც მკურნალობის, ისე ორგანოს შენარჩუნების კუთხით.

- რომელი ასაკობრივი ჯგუფის ქალები არიან დაავადების მაღალი რისკის ქვეშ?

ზაზა ყატაშვილი: აღიარებულია, რომ ძუძუს კიბოს რისკი დიდია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, ანუ 65 წელს ზემოთ. თუმცა დაავადების ეპიდემიოლოგია სხვაა და რისკი - სხვა. ეპიდემიოლოგია იმაზე მეტყველებს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ყველაზე მეტი ქალბატონი არის 40-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში. პარადოქსულია, მაგრამ რისკი კატასტროფულად იზრდება 65 წლის ზემოთ.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მცირედ, მაგრამ მაინც შეინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება. ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს 20, 22, 24 წლის პაციენტებიც.

- როგორ ხდება სარძევე ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირება თოდუას კლინიკაში?

გიორგი კეჭყემაძე: მოგეხსენებათ, რომ აკად.ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრს ძალიან კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს, რაც აუცილებელია კვალიფიციური დიაგნოსტირებისთვის. სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტირება მამოლოგთან კონსულტაციით იწყება. პაციენტის გასინჯვის შემდეგ უკვე მამოლოგი იღებს გადაწყვეტილებას, როგორი გამოკვლევები სჭირდება მას. ეს დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზზე.

ჩვენს კლინიკაში კეთდება როგორც ექოსკოპია, ისე მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, გულ-მკერდის თუ სხვა ორგანოების კვლევები, გენეტიკური კვლევა ასევე, სარძევე ჯირკვალში არსებული წარმონაქმნის ბიოფსიები, მათი მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური შესწავლა.კვლევა შეიძლება იყოს მრავალმხრივი კონკრეტული პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. Top of Form

ჩვენი კლინიკა ამაყობს იმით, რომ ყველა პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ჩვენთან დაავადებების მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას სამედიცინო კონსილიუმი იღებს, ეს არის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გუნდურად მიღებას გულისხმობს.

- რა მიდგომებს იყენებთ თქვენს კლინიკაში სარძევე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ?

გიორგი კეჭყემაძე: სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. არის ორი ძირითადი მიმართულება, ესენია ადგილობრივი და სისტემური.

ადგილობრივი მკურნალობა სხივურ და ოპერაციულ მკურნალობას მოიცავს.

სისტემური მკურნალობა კი გულისხმობს ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და თარგეტული პრეპარატებით მკურნალობას. რაც შეეხება ოპერაციებს, ჩვენთან კეთდება როგორც რადიკალური, ორგანოს შემანარჩუნებელი, ისე აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციები. რომლებიც კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ინიშნება.

- პათოლოგიის განვითარების რომელ ეტაპზეა შესაძლებელი ორგანოს შენარჩუნება?

გიორგი კეჭყემაძე: თანამედროვე ქირურგიული მეთოდებისა და სხივური თერაპიის დახვეწამ მოგვცა შესაძლებლობა, ნებისმიერი სტადიის დროს, გარდა მეოთხისა, შევძლოთ ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციის ჩატარება. მაგალითად, გვქონია ისეთი შემთხვები, როცა პაციენტს ჰქონდა მე-3 ა სტადია, დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნი მეტასტაზებით ლიმფური კვანძებში. ჩვენთან მას ჩაუტარდა ოპერაციისწინა (ნეოადიუვანტური) ქიმიოთერაპიის 8 კურსი, რის შემდეგაც სიმსივნური წარმონაქმნი საკმაოდ შემცირდა. ამან საშუალება მოგვცა, ჩაგვეტარებინა ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაცია და ქალბატონი, რომელიც მე-3 ა სტადიით მოვიდა, დღეს ძალიან კარგად გრძნობს თავს, შენარჩუნებული აქვს ორგანო და მკურნალობის შემდეგ სოციუმს სრულფასოვან წევრად დაუბრუნდა.

ბუნებრივია, რომ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მკერდი შეინარჩუნონ ლამაზი ფორმებით.

- რა კეთდება კლინიკის მხრიდან ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლებისთვის?

გიორგი კეჭყემაძე: ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების მიზანს ემსახურება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვე, ოქტომბერში, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე საქველმოქმედო აქცია.

სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში სარძევე ჯირკვლის დაავადებების ცნობადობა გაიზარდოს, ოქტომბრის ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს მამოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიაც, თოდუას კლინიკაში არის უფასო. ამ დროისთვის აქციის ფარგლებში 200-ზე მეტი პაციენტია გასინჯული.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქალბატონებმა გააცნობიერონ, რომ დროული მომართვიანობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ადრეულ სტადიაზე დაავადება გაცილებით მარტივად სამკურნალოა, ვიდრე გვიან სტადიაზე.

ამიტომ ყოველ ოქტომბერს მთელს მსოფლიოში ტარდება ამგვარი საქველმოქმედო აქციები, რაშიც თოდუას კლინიკა აქტიურად არის ჩართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42