როგორც "ნიუპოსტს" მსჯავრდებული მწყემსის, ადვოკატმა ალექსანდრე კონბაიძემ განუცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელი სახელწოდებით - "კობაური საქართველოს წინააღმდეგ" დღეს წავა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ყველანაირი პროცედურული ნორმები დაირღვა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე სასამართლოს მხრიდან. კობაურის მიმართ დაირჭვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და დაცვის პრინციპი"- აღნიშნავს ადვოკატი.
ალექსანდრე კობაიძე ასევე მსჯავრდებულის ცალკე საკანში გადაყვანას მოითხოვს:
"მასთან ერთად არის კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელის საკანში ყველაფერს ამტვრევს და კობაურს ეშინია, ამას არ დაბრალდეს"- თქვა კობაიძემ "ნიუპოსტთან".
19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






