ქალმა არ იცოდა მკერდის კიბო რომ ჰქონდა, სანამ მუზეუმში უცნაური ფოტო არ გადაიღო
ეს საინტერესოა - 02:58, 24 Oct, 2019     2125
ინგლისში, ქალაქ სლაუში, ბერკშირის საგრაფოში მცხოვრებმა ქალმა გადაწყვიტა შოტლანდიაში მოენახულებინა „კამერა-ობსკურას და ილუზიების სამყაროს“ მუზეუმი, სადაც მან სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ძუძუს კიბოს მძიმე სენით იყო დაავადებული.

ედინბურგის ღირშესანიშნაობების დათვალიერებისას, 41 წლის ბოლ ჯილი ოჯახთან ერთად მუზეუმს ეწვია. „ჩვენ მუზეუმში დავსეირნობდით, რა დროსაც ერთ-ერთ ოთახში მოვხვდით, სადაც სატელევიზიო კამერა იყო დამონტაჟებული, - იხსენებს ქალი. - როგორც ყველა, ჩვენც ხელებს ვაქნევდით და ვუყურებდით ფოტო შედეგებს“ - ამბობს ქალი.

ბრიტანელმა ქალმა, თერმული ვიზუალიზაციის დროს, მისი მარცხენა მკერდის მიდამოში წითელი ლაქა შეამჩნია. „დავრწმუნდით, რომ სხვებს მსგავსი რამ არ ჰქონდათ, რაც ძალიან უცნაურად გვეჩვენა“ - ამბობს ის. „გადავიღე სურათი და გავაგრძელე მუზეუმის მონახულება“.

რამდენიმე დღის შემდეგ, ჯილი დაბრუნდა მოგზაურობიდანდა გადაწყვიტა მუზეუმში გადაღებული სურათი დაეთვალიერებინა. გაახსენდა რა მუზეუმში მომხდარი ფაქტი, დაიწყო ინტერნეტში ინფორმაციის დეტალური მოძიება. „ძალიან ბევრი სტატია ვიპოვე ძუძუს კიბოს შესახებ“ - აცხადებს ჯილი. ამის შემდეგ, ქალი გამოკვლევაზე მივიდა კლინიკაში, სადაც მას ძუძუს კიბოს ადრეული სტადია დაუდგინდა.

ჯილმა ორი ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად ის მესამე ქირურგიული ჩარევისთვის ემზადება. „მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმს, რომ არა ისინი, მე ვერასოდეს შევიტყობდი ამ დაავდების შესახებ“.

მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ჯონსონმა ამ ფაქტის შეტყობის შემდეგ, აღნიშნა, რომ აქამდე არაფერი იცოდა მათი კამერების შესაძლებლობის შესახებ. „შესანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლმა შეამჩნია კამერაზე დაავადება და შეძლო მისი დროულად მკურნალობა“ - განაცხადა ჯონსონმა.

წყარო: Daily Mirror

„კამერა-ობსკურას და ილუზიების სამყაროს“ მუზეუმი, ედინბურგი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42