სოციალურ ქსელში სოფო ტოროშელიძე რესტორან "ჩემო კარგოს ქარხანაში" მომხდარ ინტოქსიკაციაზე წერს. მისი თქმით, 4 ადამიანი ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული.
"გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია.
რამოდენიმე დღის წინ რესტორან ჩემო კარგოს ქარხანა - Chemo Kargo's Factory”-ში , რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი . მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - წერს სოფო ტოროშელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






