ალდაგი მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერას აგრძელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:48, 23 Oct, 2019     1056

სასტუმრო ჰილტონ ბათუმში, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აუდიტორულ და საკონსულტაცია კომპანია ლოიალტესთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმება ალდაგის კლიენტი კომპანიებისთვის ლოიალტეს მომსახურების განსაკუთრებული პირობებით მიღებას გულისხმობს.

ამ ნაბიჯით ალდაგი აგრძელებს კლიენტი მცირე და საშუალო კომპანიების (SME) მხარდაჭერას და მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორების მოძიებას, რათა კომპანიებმა შეძლონ მათთვის საჭირო მომსახურების შეღავათიან ფასად მიღება.

ლოიალტე ალდაგის კლიენტ კომპანიებს შესთავაზებს აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურებას ბუღალტრულ, საგადასახადო, იურიდიულ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, ჰილტონ ბათუმშივე, შედგა საინფორმაციო შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი იყო მიმდინარე ცვლილებებზე, კერძოდ, დღგ-ს შესახებ კანონში ცვლილებასა და შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებზე.

ლოიალტე აუდიტორულ დ საკონსულტაციო სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მისი მთავარი ოფისი წარმოდგენილია თბილისში, თუმცა ოქტომბრიდან ლოიალტეს პროფესიონალები აჭარაში არსებული კომპანიების მომსახურებას ბათუმის ფილიალიდან (ლუკა ასათიანი N8) დაიწყებენ. ლოიალტე დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომლებიც კარგად იცნობენ ადგილობრივ ბაზარს და მცირე და საშუალო კომპანიების საჭიროებებს. შესაბამისად, მზად არიან SME კომპანიებს, სრულფასოვანი, მათზე მორგებული და კვალიფიციური სერვისები შესთავაზონ.

ალდაგის კლიენტებისთვის შეთავაზება მნიშვნელოვან ფასდაკლებებს მოიცავს ყველა სერვისის მისაღებად. სხვადასხვა ინდუსტრიებისა და ზომის კომპანიებისთვის ლოიალტეს სპეციალური შეთავაზებები აქვს, რაც ალდაგის კლიენტი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელს წარმოადგენს.

„ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მცირე და საშუალო ბიზესის წარმატება და როგორც ქვეყნის მთავარმა მზღვველმა, მათი განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობას, ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ. ამიტომ მსგავს ინიციატივებს გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, ეს SME კომპანიებს ბაზრისა და კანონის მოთხოვნებთან სწრაფ ადაპტაციასა და განვითარებაში დაეხმარება,“- განაცხადა სადაზღვევო კომპანია ალდაგის კორპორატიული დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით ეჯიბიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42