პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:01, 21 Oct, 2019     998

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა.

„პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმა საცალო საბანკო ბრენდმა, რე|ბანკმა და პაშა ბანკის ზრდის ამბიციურმა სტრატეგიამ, როგორც კორპორაციული, ისე მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტების თვალსაზრისით, საჭირო გახადა, შეგვექმნა უფრო დიდი და თანამედროვე სამუშაო გარემო ჩვენი გუნდისთვის. არჩევანი აქსის თაუერსზე შეჩერდა და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლები ახალ, მსოფლიო დონის სამუშაო სივრცეში განაგრძობენ საქმიანობას“,- განაცხადა პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, არდა იუსუფ არკუნმა.

პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

პაშა ბანკი გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალური, პერსონიფიცირებული მიდგომით, რაც სერვისით კმაყოფილი კლიენტების რაოდენობის მუდმივ ზრდას განაპირობებს.

პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42