ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს კიდევ ერთი მკვლელობა აქვს ჩადენილი?
სამართალი - 12:38, 21 Oct, 2019     1783
ხაშურში, 30 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი დეკანოიძის შესახებ ახალი და მძიმე ბრალდება გაჩნდა.

დეკანოიძეს კიდევ ერთი პირის მკვლელობაში ადანაშაულებენ.

მოქალაქე მარიამ გვარამაძე ირწმუნება, რომ წლების წინ მისი შვილი, ირაკლი მეტრეველი მოკლა, თუმცა, სასჯელი არ მოუხდია.

შვილმოკლული დედის თქმით, მკვლელობაში მონაწილეობდა დეკანოიძის მამაც, თუმცა, მან საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.

"ეს ჩემი შვილი დავით მეტრეველია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მერაბ და ირაკლი დეკანოიძეებმა ახალციხის სოფელ აგარაში, ავტომატით მომიკლეს . ეს ლამაზი ღიმილი სამუდამოდ წაართვეს და გაუყინეს. ოჯახი სამუდამო ტანჯვაში ჩაგვაგდეს და 2 წლის ბავშვი ობლად დაუტოვეს. ირაკლი დეკანოიძე გადამალეს , ხოლო მერაბ დეკანოიძეს 14 წელი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან. რატომ? ირაკლი დეკანოიძემ ახლა ხაშურში ჩაიდინა მკვლელობა და მკვლელი მამა მკვლელი შვილის გამართლებას ცდილობს.

მე შვილმოკლული დედა, დეკანოიძის ადვოკატებს თხოვნით მივმართავ , ვიდრე ასეთ მკვლელების დაცვას გადაწყვიტავენ შვილმკვდარი მშობლების თვალით შეხედონ და მკვლელის დაცვის სურვილი გაუქრებათ სამუდამოდ. მე ვითხოვ ირაკლი დეკანოიძე უმკაცრესად დ ა ი ს ა ჯ ო ს"- აცხადებს მოკლულის დედა.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ახალგაზრდა ქალი, ნათია გოგალაძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. საქმის მასალების თანახმად, დეკანოიძემ ყოფილ ცოლს მაღაზიაში ხელყუმბარა შეუგდო, რომელიც არ ამოქმედდა. ამის შემდეგ კი კაცმა 2 შვილის დედას კონდახით თავის არეში უმძიმესი ჭრილობები მიაყენა.

ნათია გოგოლაძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის ამბობს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განძრახული არ ჰქონია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42