საქართველოს ბანკის მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:22, 21 Oct, 2019     1477

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომელიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ. ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე როგორიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთი ფორმატისა, რომელშიც გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით ინოვაციების ხელშეწყობა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პროექტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულია გუნდი Algien პროექტით- Nature at work, რომელიც ორიენტირებულია წყლის რესურსების მართვისა და რისკების შემცირების სფეროში მწვანე ინფრასტრუქტურის რთული ამოცანების გადაჭრაზე. ასევე, გუნდი Baby Shark პროექტით- Ship chain- რომელიც ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრას ემსახურება. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42