ხუდონხესის მშენებლობას დღეს პრემიერმინისტრის ბიზნეს ცენტრთან გააპროტესტებენ. აქციაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აპირებენ.
"შემაშფოთებელი და მიუღებელია ხელისუფლების ხელმძღვანელთა მიერ მათივე პოლიტიკური ძალის, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის დაპირების უხეში დარღვევა და "დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვის" სანაცვლად, საბჭოთა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდის გიგანტური ჰესების მშენებლობისა და უცხოეთში ენერგიის ექსპორტის მიზნით მაქსიმალურად დიდი რაოდენობის კაშხლების მშენებლობის პროცესის იძულებითი გზით რეალიზაციის მცდელობათა განხორციელება. ხუდონჰესის მშენებლობა უმძიმესი და უაღრესად მასშტაბური ზიანის მომტანი იქნება სვანეთის უნიკალური, ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე კულტურული და ბუნებრივი მემკვდრეობისათვის. აღნიშნული ასევე სერიოზულ ზიანს მიაყენებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას", - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






