ჩინელმა ქალმა სინძიანის პროვინციიდან მედიასთან საუბარში მოჰყვა იმ გაუსაძლისი პირობების შესახებ, რასაც ის და მისი ეთნიკური ჯგუფის სხვა ადამიანები განიცდინენ ჩინეთის მთავრობის მიერ მოწყობილ ე.წ „გადამზადების ბანაკებში“,- ინფორმაციას ავრცელებს HAARETZ-ი
სინძიანის პროვინციაში უიღურის ტომის მილიონობით მუსლიმი ადამიანი ცხოვრობს. ისინი წარმოადგენენ თურქულ ეთნიკურ ჯგუფს და საუბრობენ უიღურულ ენაზე, რომელიც თურქული ენობრივი ოჯახის ნაწილია. სწორედ ამავე რეგიონში აღმოაჩინეს საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ზემოაღნიშნული ტომის წარმომადგენლები არიან სეგრეგირებულნი , რომელთა მიმართაც ხორციელდება ძალადობრივი აქტები ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთით.
ბანაკში გატარებულ პერიოდს ებრაულ მედიასთან საუბარში იხსენებს სინძიანის მაცხოვრებელი, უიღურთა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, სკოლის მასწავლებელი საირაგულ საუთბეი- „ 2016 წელს რეგიონში ყველა საჯარო ადგილას ჩინელმა სამართალდამცავებმა დააყენეს კამერები, სპეცრაზმელთა რაოდენობა ქალაქებში ძალიან გაიზარდა, მასობრივად მიმდინარეობდა ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის დნმ-ის ტესტის ჩატარება, მათ ასევე წაგვართვეს ტელეფონის ნომრები. ერთ დღესაც საჯარო მოხელეები დაგვიბარეს შეხვედრაზე, რომელსაც 180 ადამიანი ესწრეფოდა- მათ შორის ექიმები, მასწავლებელები და ა.შ პოლიციის ოფიცრებმა წაგვიკითხეს დოკუმენტი და გვაცნობეს, რომ მალე იხსნებოდა გადამზადების ბანაკები, რაც დაასტაბილურებდა სიტუაციას რეგიონში“ .
მისი თქმით, 2017 წელს პოლიციამ დაიწყო იმ ხალხის მასობრივად აღრიცხვა, რომელთაც ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავდათ. 43 წლის საუთბეი, რომელიც ყაზახური წარმოშობის იყო, გეგმავდა ყაზახეთში წასვლას თავის შვილებსა და ქმართან ჩასვლას, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. იგი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დღეს მის სახლში შემოიჭრნენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გადაიყვანეს ციხეში, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რატომ წავიდნენ ოჯახის წევრები ყაზახეთში.
პოლიციელებმა მოსთხოვეს საუთბეის, შეეტყობინებინა თავისი ქმრისთვის, რომ დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო. იგი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაიყვანეს გადამზადების ბანაკში და დაავალეს, რომ დატყვევებული პირებისთვის შეესწავლებინა ჩინური ენა.
დაზარალებულის განცხადებით, ადამიანებს აიძულებდნენ დაეზეპირებინათ ჩინეთის პროპაგანდისტული სიმღერები და სლოგანები სახელით „ მე მიყვარს ჩინეთი“, „მადლობა კომუნისტურ პარტიას“, „მიყვარს სი ძინპინი“ და ა.შ. მათ ვინც არ ემორჩილებოდნენ გაცემულ ბრძანებებს, ჩინელი პოლიციელები მკაცრად სჯიდნენ.
საუთბეი იხსენებს, რომ არაერთი ფაქტი იყო, როდესაც მცირეწლოვან და ხანშიშესულ ადამიანებს სპეციალურ ნემსებს უკეთებდნენ, რომელზეც საპატიმროში მყოფი ექთნები საიდუმლოდ აცხადებდნენ მასთან კომუნიკაციის დროს, რომ აღნიშნული პრეპარატები სიცოცხლისთვის საშიში იყო.
„პოლიციელებს ყოველ დღე მიჰყავდათ ლამაზი გოგონები თავისთან, რომელთან ერთადაც მთელ ღამეს ატარებდნენ. ე.წ სამართალდამცავებს შეუზღუდავი ძალაუფლება გააჩნდათ- ხშირი იყო ჯგუფური გაუპატიურების ფაქტები. პოლიციამ მიბრძანა , რომ დავმჯდარვიყავი და შემესრულებინა მათი ბრძანები, რაზეც არ დავემორჩილე, საპასუხოდ კი ორი დღე მაშიმშილეს და იზოლატორში გამომკეტეს. შევესწარი ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადამიანებს ასისხლიანდებდნენ, თითებზე ფრცხილებს აძრობდნენ“ ,- განაცხადა დაზარალებულმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მას შემდეგ, რაც მან მოახერხა საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსვლა იგი ჩაბარდა პოლიტიკურ დევნილად შვედეთს.
ჩინეთის საელჩომ შვედეთში განაცხადა, რომ Haaretz-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი და ცილის წამების მცდელობაა, რომლის მიზანი ჩინეთისთვის იმიჯის შელახვას წარმოადგენს. მათი განცხადებით, საუთბეი არასდროს მუშაობდა გადამზადებისა და საგანამანათლებლო ცენტრებში სინძიანში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1 მილიონამდე უიღური და სხვა მუსლიმანური ტომების უმცირესობათა წარმომადგენლები არიან დაპატიმრებული სპეციალურ კოლონიებში ჩინეთის მთავრობის არაოფიციალური გადაწყვეტილებით, რისი მიზანიც ეთნიკურ ჯგუფებში ექსტრემისტული იდეების გაქრობაა.
მასალის გამოყენების პირობები






