როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, არ იყო გამოწვეული ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით.
"პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა მამაკაცი ჭიათურის მაღაროში გუშინ დაიღუპა. მას მეუღლე და 8 თვის შვილი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






