"სასაფლაოზე შარვლის ქამრით მოვკალიო, შემდეგ კი ცოლის ცხედარი პოლიციაში მიუტანია" - რას ამბობს ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შემზარავ დანაშაულზე
შემთხვევა - 09:56, 18 Oct, 2019     6828
ბოლნისში ქმრის მიერ ახალგაზრდა ცოლის მკვლელობაზე ღიად საუბარს გაურბიან. სოფელ ტალავერში, სადაც 30 წლის მამაკაცმა ილგარ ნასიბოვმა მეუღლე ქამრით გაგუდა, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ნსიბოვმა 25 წლის მეუღლის ცხედარი პოლიციაში მიიტანა და სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ადგილობრივები "ნიუპოსტის"ჟურნალისტთან პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცი ეჭვიანი იყო.
ცობილია, რომ ბრალდებულმა სოფელი ტალავერი წლების წინ დატოვა და ნიჯარ ნასიბოვითან ერთად ბაქოში ცხოვრობდა.

ილგარ ნასიბოვი მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა და ცოლთან ერთად 3 მცირეწლოვან ბავშვს ზრდიდა.

მკვლელობა ილგარ ნასიბოვის მამის კუთვნილ ავტომობილში მოხდა.

"2 დღის ჩამოსულები იყვნენ, კონფლიქტის რაიმე ნიშანი არ შეგვიმჩნევია. ილგარმა თქვა, რომ ცოლთან ერთად ნათესავთან მიდიოდნენ. მამამისის მანქანაში ჩაისვა ნიჯარი. ბავშვები კი ძმას და რძალს დაუტოვეს. როგორც ამბობენ, ცოლი სასაფლაოსთან მიიყვანა და იქგაგუდა. დაკავებისას უთქვამს ჩემი შარვლის ქამრით გავგუდეო. იმასაც ჰყვიროდა თურმე, არ ვიცი ეს რატომ გავაკეთეო"- აცხადებს ოჯახის ახლობელი.

დაღუპულს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარში ბრალდებული პირი დაკავებულია. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42