მოდელისთვის ახალი FLYING SPUR ბენტლიმ წარადგინა სპეციფიკაცია BLACKLINE
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:13, 16 Oct, 2019     1722

· სპეციფიკაცია Blackline ახალი Flying Spur-სთვის: კიდევ უფრო მკვეთრი ვიზუალი ოთხკარიანი მდიდრული ბენტლის გრან ტურერისთვის.

· ახალ ბენტლი Flying Spur იდეალურ შესაბამისობაშია ლიმუზინისთვის დამახასიათებელი დახვეწილობა და სედანის სპორტული დინამიკა.

· Blackline ვერსიაში მკვეთრი ქრომირებული ელემენტები ჩანაცვლებულია შავი შესრულების დეტალებით.

· ლეგენდარული ფრთოვანი ასო «В» ასევე შესრულებულია Blackline სტილში.

· ბენტლი Flying Spur დაპროექტებული და დამზადებულია ხელით დიდ ბრიტანეთში და პასუხობს ყველაზე მოთხოვნადი მომხმარებლების მოთხოვნებს, გთავაზობთ დინამიურობის, ფუფუნების და ელეგანტურობის საუკეტესო კომბინაციას.

კომპანია Bentley Motors წარმოგიდგენთ სპეციფიკაციას Blackline ახალი ოთხკარიანი მოდელისთვის - Flying Spur – რომელიც წარმოადგენს სპორტული სედანისთვის დამახასიათებელი დინამიურობისა და ლიმუზინისათვის დამახასიათებელი დახვეწილობის, ფუფუნების კომბინაციას.

დახვეწილი გრან ტურერის ინდივიდუალურობის ხაზგასმა ხდება ელეგანტურად გამოხატული დეტალებით. Blackline პაკეტის შემთხვევაში, Flying Spur გარე ქრომირებული მოპირკეთება იცვლება ისეთი ელემენტებით რომელიც ქმნის მკვეთრ ვიზუალს.

ლეგენდარული ფრთოვანი ასო «В», რადიატორის დამახასიათებელი ზოლები, ბამპერის «მატრიცული» ჩანართები, გვერდითი შუშების მოპირკეთება, ასევე კარების ზღურბლი და უკანა ბამპერი შესრულებული Blackline განსაკუთრებული სპეციფიკით. მაშუქების დაბოლოებები, სახელურები, გვერდით ფრთებზე სავინტილაციო ჩანართები და ასევე გამონაბოლქვის მილები შესრულებულია გამორჩეული შავი დაფარვით.

21-დუიმიანი 5 Tri-Spoke საბურავის დისკები შედის ახალი Flying Spur-ის Blackline სპეციფიკაციის სტანდარტულ აღჭურვილობაში. ოფციებში შესაძლებელია 22-დუიმიანი მულინერის Driving საბურავის დისკების არჩევა. მოდელის ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან ხელმისაწვდომი იქნება 17 კლასიკური და 13 ექსკლუზიური ძარის ფერი.

სპეციფიკაცია Blackline ასევე ხელმისაწვდომია ახალი ბენტლი Continental GT-სთვის.

ახალი Flying Spur – მოდელია, შექმნილი «სუფთა ფურცლიდან», მასში მოწინავე ტექნოლოგიები, უმაღლეს ოსტატურ შესრულებასთან არის თანხვედრაში. მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი მდიდრული სპორტული სედანი, შემუშავებულია, დაპროექტებულია და აწყობილია ხელით, ბენტლის ქარხანაში, დიდ ბრიტანეთში, ბრენდის 100 წლის საიუბილეო წელს.

სრულიად ახალი ბენტლი Flying Spur

სპორტული გრან ტურერის მკვეთრი და ქარიზმატული ვერსია, რომელიც შექმნილია სრულიად ახალ ბაზაზე, ახდენს ლეგენდარული დიზაინის ფორმირებას რასაც თან ერთვის უმაღლესი ხარისხის მასალების ხელით შესრულება და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება.

ბენტლი Flying Spur რომელიც ხელით არის შექმნილი ქარხანაში ქალაქ ქრუში (ინგლისი) – წარმოადგენს დახვეწილობის და დეტალებისადმი ყურადღების ახალ ფორმატს და აწმყოში არსებული სედანებიდან ყველაზე მდიდრულს.

ბენტლის დიზაინერებმა სრულიად გარდაქმნეს წინა თაობების მოდელის კლასიკური დიზაინი. რელიეფური ფორმები და ახალი მოდელის უფრო ათლეტური ძარა მოდელს კიდევ უფრო შთამაგონებელ და მდიდრულ იერს აძლევს. დიოდური მატრიცული მაშუქები - დამსხვრეული ბროლის ეფექტით და ახალი 22-დუიმიანი საბურავის დისკები, დახვეწილი ელექტრონულად მოძრავი ფრთოვანი ასო «B», პირველად არის ხელმისაწვდომი ბენტლის ახალი Flying Spur-სთვის.

ბენტლი Flying Spur შთამბეჭდავი დინამიკა უზრუნველყოფს ლეგენდარული 12 ცილინდრიანი, 6 ლიტრის მოცულობის ძრავის სრულყოფას, ორმაგი ტურბო გამომყოფით, 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. ახალი TSI ძრავი ავითარებს 635 ცხენის ძალას და 900 ნ.მ-მდე ბრუნვად მომენტს. მდიდრული გრან ტურერი ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 3,8 წამში, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ-ს წარმოადგენს.

შენიშვნა რედაქტორებს

Bentley Motors - არის მსოფლიოში პოპულარული მდიდრული ავტომობილების ბრენდი. კომპანიის ქარხანა და სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ქრუში (ინგლისში). აქვეა თავმოყრილი მისი ძირითადი საქმიანობა, დიზაინერული გადაწყვეტილებების, სამეცნიერო კვლევებისა და შემუშავებების, ასევე ოთხი სამოდელო ხაზის: Continental, Flying Spur, Bentayga და Mulsanne ავტომობილების პროექტირების და წარმოების ჩათვლით.

ბრიტანული მდიდრული საავტომობილო ბრენდების, ისეთი როგორიც არის Bentley, უნიკალურობა, გამოიხატება შემდეგი კომბინაციებით: ხელით შესრულებული საოცარი ნამუშევარი, ტრადიციები რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ინჟინერული გამოცდილებით და მოწინავე ტექნოლოგიებით. კომპანიამ შეინარჩუნა ბრიტანული მდიდრული საგნების მწარმოებელთა საუკეთესო მემკვიდრეობა. ბენტლის ქარხანაში, ქალაქ ქრუში დასაქმებულია დაახლოებით 4000 ადამიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42