პროკურატურა დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა ინფორმაციას ავრცელებს
სამართალი - 16:48, 15 Oct, 2019     1543

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4 -4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთი შეტყობინება განახორციელეს ლიცენზიატი კომპანიის შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ცენტრში. აღნიშნული კომპანიიდან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ სწრაფი რეაგირების ჯგუფის ოსტატი ვ.მ. და ამავე ჯგუფის ზეინკალი - თ.ტ, რომლებსაც კორპუსის მცხოვრებლებმა განუმარტეს პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირის ჭარბი რაოდენობით არსებობის შესახებ. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ განახორციელეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათზე დაკისრებული ვალდებულება, სრულყოფილად შეემოწმებინათ, როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე თითოეულ სართულზე არსებული ყველა საცხოვრებელი ბინა, ლიფტის შახტა და სათავსო.

ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა, შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. ვ.მ-მ და თ.ტ-მ ზედაპირული დაკვირვებისა და სართულების შერჩევითი შემოწმების შედეგად ვერ აღმოაჩინეს რაიმე სახის დარღვევა, რის თაობაზეც შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მიუხედავად კორპუსის მცხოვრებლების არაერთი განმარტებისა, რომ პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში კვლავ იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ გაითვალისწინეს შესაძლო მძიმე შედეგის დადგომა და მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით ორ საათში კი, გაჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რამაც ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის ნგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.მ. და თ.ტ. 2019 წლის 18 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ორივეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.მ. და თ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42