შოკოლადის ახალი სახეობა თუ მარკეტინგული ხრიკი? - ლალისფერი შოკოლადი განსაკუთრებული ფერითა და გემოთი
ეს საინტერესოა - 14:52, 15 Oct, 2019     2431

2 წლის წინ, 2017 წლის 5 სექტემბერს ბელგიურ-შვეიცარულმა კაკაოს მწარმოებელმა კომპანია Barry Callebaut-მა წარმოადგინა შოკლოადის ახალი სახეობა - ლალისფერი შოკოლადი (ruby chocolate), რომელიც წარმატებით შეუერთდა მის წინამორბედებს - შავ, რძიან და თეთრ შოკოლადებს.

მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი თეთრი შოკოლადი, რომელიც ვარდისფრადაა შეფერილი ხილის წვენით, ან სხვა საღებავებით, არამედ დამზადებულია განსაკუთრებული კაკაოს მარცვლებისგან და აქვს დაუვიწყარი გემო.

მათი თქმით, კაკაოს ამ ჯიშის გამოყვანაზე მუშაობა 2004 წლიდან დაიწყო. მას "ლალისფერი კაკაოს მარცვლები" ეწოდება. შოკოლადის გემო მოტკბო-მომჟავოა და თითქმის არ აქვს კაკაოს ტრადიციული გემო.

ახალი შოკოლადის ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. რადგამ მისი წარმოების წესი სრულიად გასაიდუმლოებულია, ბევრი მას ე.წ. მარკეტინგულ ხრიკად თვლის. ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ შოკოლადი დამზადებულია არაფერმენტირებული ბრაზილიური ლავადოსის კაკაოს მარცვლებისგან, რომელიც კაკაოს მხოლოდ მცირე ოდენობას შეიცავს და შესაბამისად, ის "ნამდვილ შოკოლადად" არ შეიძლება ჩაითვალოს არამედ უბრალოდ ახალი საკონდიტრო ნაწარმია.

ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ მწარმოებლები. ისინი აცახდებენ, რომ ასეთივე აურზაური გამოიწვია 80 წლის წინ ბაზარზე თეთრი შოკოლადის გამოჩენამ, თუმცა, დღეს ის უკვე სამართლიანად ითვლება ამ ტკბილეულის მესამე სახეობად.

"ჩვენმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი კაკაოს მარცვლებისგან შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებული ფერისა და გემოს შოკოლადი. ჩვენ საიდუმლო ამოვხსენით და შევქმენით კაკაოს ახალი ჯიში Ruby და შესაბამისად დავამზადეთ ახალი შოკოლადიც. როგორც ყურძნის განსაკუთრებული ჯიშები, კაკაოს ეს ჯიშიც იმ ნიადაგსა და გარემოზეა დამოკიდებული, სადაც ის იზრდება - ასეთი პირობებია ეკვადორში, ბრაზილიასა და კოტ-დ'ივუარში," - აცახდებენ ლალისფერი შოკოლადის შემქმნელები.

ლალისფერი შოკოლადი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2018 წლის 19 იანვრიდან გახდა, როდესაც ის იაპობნიასა და სამხრეთ კორეაში შოკოლადის მწარმოებელმა კომპანია Nestlé-მ ის Kit Kat-ის ახალი პროდუქციის სახით გამოუშვა. ამ Kit Kat-ის ერთი ჩხირი 3,6 დოლარი ღირდა.

2018 წლის აპრილში Nestlé-მა გამოაცხადა, რომ იწყებს Kit Kat-ის ლალისფერი შოკოლადის წარმოებას დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, ხოლო 2019 წელს, დედის დღესთან დაკავშირებით - კანადაში. შოკოლადის ამ სახეობას ასევე უშვებენ ბელგიასა და შვეიცარიაში. მაგალითისთვის - შოკოლადის ფილა Fazer Pure Ruby ევროპაში 19 ევრო ღირს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42