„ახალგაზრდა ადვოკატები“ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურებიან
საზოგადოება - 19:58, 18 Oct, 2013     1540

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

 

,,ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის 17 ოქტომბრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბატონ ირაკლი ალასანიას 18 ოქტომბრის განცხადებას, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებულ საჯარო შეფასებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებთან მიმართებით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოზიცია პასუხობს საზოგადოების ინტერესებს. დასაბუთებას და განმარტებას მოითხოვს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე გრიფით „საიდუმლოს" დადების მიზანშეწონილობა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მალე დასრულდება და საზოგადოება პრობლემის შესახებ დასაბუთებულ დასკვნას მიიღებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვეხმაურებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, ხოლო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, უშუალოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბატონ ირაკლი ალასანიას შეფასებებს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს მინისტრის ზოგიერთი შეხედულება, რომლის თანახმადაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სხვადასხვა პერიოდში გავრცელებული განცხადებები ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების შესახებ, შეფასებულია, როგორც პროვოკაცია და ცრუ ინფორმაცია. მინისტრი მიუღებლად და დანაშაულად მიიჩნევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მისივე სიტყვებით, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ის არ უყვართ, არ მოსწონთ, თუმცა კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია, როგორც დემოკრატიის ნაწილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მოვუწოდებთ, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის მიმართ გამოიჩინოს მეტი ყურადღება და კოლეგიალობა, რადგანაც დემოკრატიულ საზოგადოებაში, სწორედაც პრობლემებზე ღია მსჯელობა, დისკუსია და შეცდომების აღიარებაა მართველის მთავარი მაღალი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობის გამომხატველი და არა არაკეთიმოსურნეების ძიება და სიტყვებით თამაში. ორგანიზაცია პასუხისმგებელია ყველა საჯარო განცხადებასა და პოზიციაზე, რომელმაც საჯარისო ნაწილებში, სამხედროების მოწამვლის ცალკეულ შემთხვევები გამოამზეურა. მიგვაჩნია, რომ შემთხვევებთან დაკავშირებით, დასმული მთავარი შეკითხვები, ჩვენთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ბატონო მინისტრო, ჩვენ გვაქვს შეკითხვების დასმის, პრობლემებზე მსჯელობის, მათ შორის თქვენი უწყების კონტროლის უფლება, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო ფაქტებით, მტკიცებულებებითა და ანალიზით მსჯელობა, რომელსაც სამართლიანად მოითხოვთ, ჩვენი პროფესიული ვალდებულებაცაა. ჩვენ გვაქვს ყველა ჩვენს საჯარო აქტიურობაზე არგუმენტები და დასაბუთება. ამიტომაც, გვსურს, ვიდრე ლოჯისტიკის სფეროში არსებულ პრობლემებზე მსჯელობას დანაშაულის კატეგორიად მიიჩნევდეთ, გვემსჯელა ასეთი დანაშაულის ნიშნების არსებობაზე. ასევე უმჯობესი იქნებოდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მხრიდან ყურადღება გამახვილებულიყო „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამომგზავნილ არა მხოლოდ 17 აგვისტოს წერილზე. ორგანიზაციამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მართლაც, არაერთი წერილით მოგმართათ, მათ შორის პროექტ „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შესახებ, თუმცა ჩვენთვის, მხოლოდ 17 ოქტომბერს, პრემიერთან მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ სამხედრო ჯარისკაცების მოწამვლის საქმე გრიფით „საიდუმლოს“ კატეგორიას  მიეკუთვნებოდა. სამინისტროს ორგანიზაციის მიმართ გამოგზავნილ არც ერთ საპასუხო წერილში ამის შესახებ მითითებული არ ყოფილა. ჩვენთვის საქმის „გრიფირება“ სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რაც, კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს ლოჯისტიკის სფეროში არსებული სამართლებრივი და სისტემური პრობლემები ირიბად დადასტურებულია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარისო ნაწილებში არსებული პრობლემებისა და ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ალასანია, ერთ–ერთი თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეა, რომელსაც გააჩნია მაღალი პროფესიონალიზმი და საჭირო გამოცდილება საქართველოს მომავლისათვის. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ცალსახად ვაფიქსირებთ მინისტრის მიმართ პატივისცემას, თუმცა ამის მიუხედავად, მივუთითებთ, რომ ჩვენი უფლებადაცვითი საქმიანობა და პოზიციების ფორმირება ვერ იქნება რომელიმე საჯარო პოლიტიკური მოღვაწის მიმართ პირადი შეხედულებებით განპირობებული. ჩვენთვის მთავარია ძლიერი ინსტიტუციები, სისტემური ცვლილებები და ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 27 ოქტომბრამდე საზოგადოებას სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს, სადაც დეტალურად შეფასდება ორგანიზაციის საჯარო განცხადებები ჯარისკაცების მოწავლის ფაქტების შესახებ, სამინისტროსადმი გაგზვანილი და სამინისტროდან მიღებული წერილების შინაარსი, „ქართული კვების კომპანიასთან“ ორგანიზაციის კომუნიკაცია, ლოჯისტიკის სფეროს სხვადასხვა უფლებამოსილი პირების მიერ მედიაში გამოთქმული შეფასებები და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას, თემასთან მიმართებით, სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნის. ორგანიზაციის სურვილია, ანგარიშით საზოგადოებაში შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სწორი შინაგანი რწმენა – საჯარისო ნაწილებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე, კერძოდ ფაქტების გასაჯაროება წარმოადგენს დანაშუალს, პროვოკაციას, მიზანმიმართულ ქმედებას თუ გამოხატავს ორგანიზაციის თანმიმდევრულ, პრინციპულ და ობიექტურ საქმიანობას“, - ნათქვამია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42