"სააკაშვილს მოელის უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემი ძმის მკვლელობის გარშემო"
საზოგადოება - 19:42, 18 Oct, 2013     2174

სააკაშვილს მოელის უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემი ძმის მკვლელობის გარშემო, აღნიშნულის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა დეპუტატი გიორგი ჟვანია საუბრობს. "დადგება ბევრი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი ხელს აფარებდნენ მკვლელებს და ეს არის სიბინძურე. ის თემა რომლის წამოწევასაც სააკაშვილი შეეცადა ასევე მათი შეთითხნილია და ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია", - აცხადებს გოგლა ჟვანია. 


იგი სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. "მინდა გამოვეხმაურო სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ჩემი ძმის გადაცვალებასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი შეეცადა გარდაცვლილი ადამიანის ღირსების შელახვას. აქამდე ამ სამუშაოს ასრულებდნენ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები და მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცსამსახურები. ამჟამად მას აღარც ეს სამსახურები ჰყავს, გარემოცვაც შეუთხელდა, მხოლოდ თავისი უზნეობა და არაკაცობაღა შემორჩა, რასაც დაემატა ცხოველური შიში მოახლოებული პასუხისმგებლობისა თავისი მრავალწლიანი დანაშაულებრივი მოღვაწეობის გამო. მათ შორის, სააკაშვილს მოელის უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემი ძმის მკვლელობის გარშემო. მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, რა დანაშაული აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილი, ამიტომაც შეშინებული და აგონიაში მყოფი აკეთებს უბადრუკ განცხადებებს. ეს ყველაფერი დასასრულისკენ მიდის და უახლოეს თვეებში საზოგადოება თავისი პრემიერ-მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე მიიღებს ამომწურავ პასუხს, ხოლო სააკაშვილი და მისი ხროვა კი პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე", - აცხადებს გიორგი ჟვანია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჟვანიას გარდაცვალებაზე დასკვნა ფედერალურმა ბიურომ უკვე დადო. "მისი გარდაცვალების გამოძიებაზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დადო დასკვნა, რომლითაც ჩემთვის ყველა კითხვას გაეცა პასუხი", - აღნიშნა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42