ბოლო პერიოდში ექიმები გამუდმებით აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ შეზღუდონ ხორცის მოხმარება და მიზეზად ნიტრატებს, ჭარბ ცხიმებსა და მარილს ასახლებენ.
თუმცა, ჟურნალ Annals of internal medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ არ არსებობს საფიუძვლიანი დასაბუთება იმისა, რომ ხორცის მოხმარება რაიმე გავლენას ახდენს სიმსივნის განვითარებაზე, ხოლო ის მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს, ძალიან სუსტია.
ამასთან, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მაგალითად, ნიტრატებსა და ნიტრიტებს უფრო დიდი ოდენობით სხვა პროდუქტები შეიცავენ. ფაქტიურად, ამ ნივთიერების 80% ადამიანი ბოსტნეულიდან იღებს. ამასთან, ხანდახან ნიტრატები ადამიანის ორგანიზმზე დადებითადაც მოქმედებენ - მათ სისხლის წნევის შემცირება შეუძლიათ. თუმცა, ცხადია, რომ ნიტრატები კარცენოგენურ ნიტროზამინებებად ამინებთან რეაქციაში შესვლის დროს გარდაიქმნება, ხოლო ამინები ცილის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად ხორცშია. ამიტომაც, ბოსტნეულში არსებული ნიტრატები ნაკლებ სახიფათოა.
ნიტროზამინები ასევე წარმოიქმნება იმ ქიმიური რეაქციების დროს, რომელიც მიმდინარეობს საჭმლის მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას.
აქედან გამომდინარე ექიმები ასკვნიან, რომ სიმსივნე დაკავშირებულია არა საკვების შემადგენლობასთან, არამედ მისი მომზადების წესთან. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მომზადების მეთოდი, მაგალითად მოვამზადოთ ხორციანი საჭმელი დაბალ ცეცხლზე. აქვე არ დაგავიწყდსეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ხორც მოაცილოთ ზედმეტი ცხიმი და ის უფრო უსაფრთხო გახდება თქვენი ჯანმრთელობისთვის, მათ ჭშრის ჭარბი წონისგანაც დაგიცავთ.
მასალის გამოყენების პირობები






