შსს: ხაშურის მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა
სამართალი - 20:24, 12 Oct, 2019     1086
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხაშურში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ დაკავებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვლილის მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე 2012 წლის შემდეგ რაიმე მიმართვა/განცხადება პოლიციის დანაყოფებში არ ფიქსირდება.

შესაბამისად, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა ძალადობის განმეორების რისკების შეფასება, რომელიც 2018 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს.
ცნობისთვის, გარდაცვლილის მეზობლებზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებულის მხრიდან ადრეც ჰქონდა ნათია გოგალაძის მიმართ თავდასხმას ადგილი და ამის შესახებ პოლიციაც იყო ინფორმირებული.

შეგახსენებთ, ტრაგედია ხაშურში გუშინ დატრიალდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა გოგოს მძიმე დაზიანებები მიაყენა. 30 წლის ნათია გოგალაძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი დეკანოიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42