სიყვარული და სექსი მშვენიერი განწყობისა და ჯანმრთელობის საწინდარია.
მედიცინა ამტკიცებს, რომ რეგულარული სექსი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ტვინის მუშაობას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობა ასტაბილურებს შინაგანი ორგანოების მუშაობას, გაფრთხილებას აძლევს ორგანიზმს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავების შესახებ, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამაღლებს კუნთების ტონუსს და ახალგაზრდულ მოქნილობას აძლევს სისხლძარღვებს.
სამკურნალო პრეპარატების უმეტესობისგან განსხვავებით, სექსს არ აქვს უკუჩვენება, და რაც მთავარია, ასეთი წამლის გამოყენება ჭეშმარიტი სიამოვნებაა!
სექსი, ეს ყველაზე სასიამოვნო "წამალია" დაბერების წინააღმდეგ. ის აძლიერებს გულის მუშაობას. კვლევამ, რომელიც ირლანდიაში ჩატარდა, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად დაკავდებიან სექსით, ინფარქტისა და ინსულტის ალბათობა ორჯერ უმცირდებათ.
სექსი მეორე ტიპის დიაბეტის მშვენიერი პროფილაქტიკაა. ორგაზმის შემდეგ ქალებშიც და მამაკაცებშიც ინსულინის დონე მატულობს.
შეყვარებულებში 30 პროცენტით იზრდება ანტისხეულები ვირუსული ინფექციების მიმართ, ამიტომ ისინი ნაკლებად ავადდებიან გრიპით.
არსებობს მონაცემები, რომ წყვილები, რომლებიც რეგულარულად კავდებიან სექსით, 2-3 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებმაც სასიყვარულო ურთიერთობებში ფიასკო განიცადეს.
სექსუალური აქტივობა ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს, ის ძალიან მნიშვნელოვანია კანის ჯანმრთელობისთვისაც.
სიყვარული და სექსი ჯადოსნურად მოქმედებს გარეგნულ მონაცემებზე. სისხლის აქტიური ცირკულაცია სექსის დროს კანის უჯრედების რეგენერაციას აჩქარებს. ამის წყალობით კანი ნაზი და ხავერდოვანი ხდება. იმავე მიზეზით უმჯობესდება თმის სტრუქტურაც.
მასალის გამოყენების პირობები