ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
სამართალი - 13:56, 11 Oct, 2019     1555
სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დადანაშაულებულ ჯიშკარიანს თამთა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კონტაქტი აეკრძალა.

საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, ჯიშკარიანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს მოსალოდნელ საფრთხეებს.

„დამატებით ვალდებულებად მას აეკრძალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოვება. ასევე, მას სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალა.

აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას აქვს თავისი მიზნები. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო გირაოს გამოყენების შემთხვევაში დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა. თუ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დაიღრევა აღკვეთის ღონისძიების რომელიმე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე მიმართავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას", - განაცხადა იაკობიძემ.

პროკურორი ადასტურებს, რომ დაზარალებული თამთა თოდაძის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამ დრომდე ამოღებული არ არის.

გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თამთა თოდაძის უფლებადამცველი. მათი თქმით, ჯიშკარიანი ხელს შეუიშლის ობიექტურ გამოძიებას.

თოდაძის უფლებადამცველების თქმით, ჯიშკარიანი გავლენიანი პოლიტიკოსია და მმართველი პარტიის ლიდერებთან ახლო ურთიერთობა აქვს.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

"საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42