„ეს ძეგლთა დაცვა არ არის, ეს არის შპს-ს რემონტი“ - ვაჩეიშვილი ძეგლების "რემონტზე"
კულტურა - 00:53, 11 Oct, 2019     2917
"გული მწყდება, როგორც რესტავრირდება აწყური, კუმურდოს კათედრალი. ეს ძეგლთა დაცვა არ არის, ეს არის შპს-ს რემონტი", - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს:


- სვეტიცხოველი ისეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის სიძველეა, რომ მას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არ შეიძლება, ერთხელ გააკეთო რაღაც, მერე, ქუდი დაიხურო და წახვიდე, ყურადღების მიღმა დატოვო. სვეტიცხოველის მუდმივი მონიტორინგის სისტემის გაკეთება ჩვენ თავიდანვე ვცადეთ, სტაბილურობისა და კონსტრუქციული სტატიკის კვლევის მნიშვნელოვანი პროექტები იყო, მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა, ტალღოვანი დიაგნოსტიკა, რომელიც მთლიანად შენობის მდგრადობას იკვლევდა. შემდგომ წლებში, როდესაც ჩვენ უკვე აღარ მიგვიწვდებოდა ხელი ამ საქმეზე, რამდენადაც ვიცი, ეს სისტემა მწყობრიდან გამოუვიდათ. მნიშვნელოვანი იყო თვითონ ის კვლევები, რომლებიც გულისხმობდა ქვის ზედაპირის გამაგრებას, მის კონსერვაციას. მაშინ, ამაზე მუშაობა დაიწყო. ახლა, ჩემი თვალთახედვით, უმთავრესია მონიტორინგის, ყოველდღიური დაკვირვების სისტემის აღდგენა და ეჭვი მეპარება, ახლა ეს მიმდინარეობდეს. უპირველესი, ქვის კონსერვაციის პროექტის დაწყებაა. ქვის კონსერვაციის გამოცდილება ჩვენს დროს შეიქმნა, მერეც განვითარდა და ჩვენს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება, უბრალოდ, კარგად უნდა დაგეგმოს სახელმწიფომ, კარგად გაიაზროს დეტალები და კარგად დააფინანსოს! შეამოწმოს მიმდინარეობა და დააკვირდეს საკონსერვაციო პროცესს. ახლა მთავარი ამოცანა ეს არის.

„ახალ მუშაობას“ ცოტა, გეგმაზომიერება აკლია, ცოტა, ხედვის ნაკლებობასაც ვხედავ, გარკვეული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა გაგრძელებისა და განვითარების პერსპექტივა არ ჩანს ხოლმე, მგონია, რომ ნაძალადევად იწყებენ და მერე, შეიძლება ეს უარესი აღმოჩნდეს ძეგლებისთვის. დღევანდელი კულტურის სამინისტრო ხედვაში მოიკოჭლებს.

- სხვა ძეგლებზე რას იტყვით? რომლებზე მუშაობაც თქვენს დროს დაიწყო და სამუშაოების გაგრძელება იყო საჭირო.

- მე მგონი, ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ ძეგლთა დაცვამ ვერ მოახერხა თანამედროვე გამოწვევებზე შესაბამისი, ადეკვატური პასუხის გაცემა, ამოცანებს მოძველებული მეთოდებით ჭრიან. ძალიან გული მწყდება, როგორც რესტავრირდება აწყური, კუმურდოს კათედრალი, როგორც გაკეთდა ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ძეგლი - აკვანება. ამ ძეგლებს სპეციალურად ვინახავდი საერთაშორისო კონკურსებისთვის, საერთაშორისო და ქართული გამოცდილების ინტეგრაციისთვის, უფრო გახსნილი და დღევანდელ გამოწვევებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. ახლა კი შპს-ს, რემონტის დონეზე კეთდება, იმას რესტავრაცია არ ჰქვია. ზოგიერთი ძეგლი მესამედ ითხრება, ანდა, რომ გაითხრება, რისთვის ითხრება? ვინ გაუწევს მეთვალყურეობას, ვინ დააკონსერვებს, როგორ შეინახავს თავის თავს? ამაზე პასუხები არ ჩანს. ერთჯერადად გათხრა ძეგლის დაღუპვაა და ვფიქრობ, ყველაფერს გეგმაზომიერება აკლია.

- მაღალმთიან, საზღვრისპირა რეგიონებში რომელი ძეგლებია ისეთი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას დაუყოვნებლივ საჭიროებს?

- ალბათ, კარგი საქმეა, რომ მუცო აღდგა, მაგრამ მთლიანად ვინ მოუაროს მას? შატილს ძალიან უჭირს, თითს თითზე არავინ ადებს. თუშეთის სოფლებია მისახედი. ძეგლთა დაცვითი ეკონომიკის საფუძველი უნდა გამოიკვეთოს, ამაზე არავინ მუშაობს. ერთჯერადად გააკეთე და წამოხვედი, ძეგლისთვის შვება არ არის.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, ხელოვნებათმცოდნეების რა ჯგუფი მუშაობს ამ საკითხებზე?

- საქმეც იმაშია, რომ მეჩვენება, ეს რაღაც დახურული ჯგუფებია, რომლებიც ინსტიტუციურად, დახურულ გარემოში არიან და გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, არაფრით გამოდის სააშკარაო განსახილველ ასპარეზზე, ასევე ნაკლებად არიან ჩართულნი საერთაშორისო ექსპერტები. როგორც ვთქვი, ჩემი ხედვით, სამუშაოები რემონტის დონეზე მიდის; რაც უნდა სიძველე იყოს, ერთი და იგივე დაშტამპული რემონტი კეთდება, ეს კი ძეგლთა დაცვა არ არის, ეს შპს-ა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42