"სასამართლომ საქმეს ახალი მტკიცებულება დაურთო, რითაც გამოაშკარავდა რომ ე.წ. დაზარალებული არ არსებობს" - ღვინის ქარხანა N1-ის ადვოკატი
სამართალი - 18:15, 10 Oct, 2019     1364
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ღვინის ქარხანა N1-ის საქმეზე რეზონანსული საქმის განხილვა გრძელდება.


დღეს სასამართლომ ახალი მტკიცებულება ჩართო, რომლითაც დასტურდება, რომ საქმეზე ე.წ. დაზარალებული არ არსებობს.

ღვინის ქარხანა N1-ის ადვოკატი ამბობს, რომ სარჩელი არის აბსოლუტურ ტყუილზე დაფუძნებული, რასაც უკვე სასამართლომ მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ მოდავე მხარის ინტერესებს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი იცავს, რომლის კეთილსინდისიერებას ღვინის ქარხანა N1-ის ამჟამინდელი მფლობელები ეჭქვეშ აყენებენ.

ყოფილი მთავარი პროკურორი დღეს სირცხვილის დერეფანში გაატარეს.

"არჩილ კბილაშვილი დროის ერთ მონაკვეთში იცავდა ერთი ქონების მიმთვისებელს გიორგი მგალობლიშვილს, მეორე მონაკვეთში იცავდა მეორე მიმთვისებელ კორპორაციას, დროის მესამე მონაკეთში კი აღმოჩნდა დაზარალებულის ინტერესების დამცველი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველა უფლება უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. არ შეიძლება კეთილსინდისიერი იყო როცა მოვლენის ერთ მონაკვეთს აფასებ ქონების მითვისებად, თაღლითობად, მეორე მონაკვეთს კი - საწინააღმდეგოდ",- განაცხადა არჩილ თაბაგარმა.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ 24 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე პროცესი წარმატებით დასრულდება.

„პროცესი ყველა ლოგიკით უნდა დასრულდეს წარმატებით, რადგან სასამართლო ვერ შეეხება იმ ფუნდამენტს რაზეც დგას ქვეყნის განვითარება. ქვეყნის განვითარება კი დგას მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკასა და თავისუფალ ბიზნესსზე და ჩვენ თუ ჩამოვშლით კერძეო საკუთრებას არანაირი ბიზნესის განვითარებაზე საუბარი აღარ იქნება",- განაცხადა ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა.

რაც შეეხება არჩილ კბილაშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორს უხერხულობას არ უქმნის ის ფაქტი, რომ დროის ერთ მონაკვეთში ერთი ქონების მიმთვისებელს გიორგი მგალობლიშვილს იცავდა, მეორე მონაკვეთში კი კომპანიის მეორე მიმთვისებელი კორპორაციის უფლებების დასაცავად იბრძოდა.

„არასწორია რომ მე ამ დავაში სხვა მხარეზე ვმონაწილეობდი. სწორია ის, რომ ამ დავაში, რომელიც 2014 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, მე მხოლოდ ვიყავი იმთავითვე სავანის ადვოკატი. ეგ ერთი, მეორე 2008-209 წლებში სხვა სუბიექტს ჰქონდა ამ ქონებასთან დაკავშირებით პრეტენზია და მაშინ მე ვიყავი იმ სუბიექტის ადვოკატი.

რაც შეეხება საკთხს ხომ არ არსებობს კონფლიქტი 2009 წელში ჩემს წარმოებულ საქმესა და ახალს შორის, არ არსებობს. სანამ მე დავიწყებდი 2014 წლის 22 დეკემბერს ამ უფლების განხორციელებას, ეს საკითხი შევუთანხმე მას, ვინც 2009 წელში მყავდა წარმოდგენილი. ხოლო თავის მხრივ ამ სააქციო საზოგადოებამ იცოდა რომ 2009 წელს მე წარმოვადგენდი იმ სუბიექტს. მარტივად რომ ვქვათ, ვისაც წარმოვადგენდი მაშინ და ვისაც წარმოვადგენ დღეს, ორივეს თანხმობით ვახორციელებ ამ საქმიანობას“ - აცხადებს კბილაშვილი.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ გიორგი მგალობლიშვილის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების სკანდალური საქმითაც, სადაც არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურირებს. „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის თქმით, სწორედ ჩხარტიშვილის დავალებით ჩასვა ბესელიამ მგალობლიშვილი პოლიტპატიმართა სიაში.

გარდა იმისა რომ ეკა ბესელიას გვარი ცნობილია, არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან.

2014 წლიდან, როდესაც მოვამზადე ეს საქმე. მას შემდეგ ჩხარტიშვილთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“- განაცხადა კბილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42