შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე დააკავეს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






