თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:27, 08 Oct, 2019     1449

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა.

კვლევის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში, "ქარვასლაში" გაიმართა და მას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის მენეჯმენტის და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

თიბისი კაპიტალის კვლევა ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების ტენდენციებს აღწერს და მის ფარგლებში სხვადასხვა კლასის სასტუმროების წარმომადგენლები გამოიკითხნენ თბილისსა და რეგიონებში. დოკუმენტში გაანალიზებულია საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მომდევნო წლებში საქართველოში მოსალოდნელია ტურიზმის სექტორის, ასევე ვიზიტორების მხარჯველობითუნაირიანობის ზრდა.

დოკუმენტის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს.

კვლევა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა.

თიბისი კაპიტალის კვლევის სრული ვერსია გამოქვეყნდება თიბისი რისერჩის ვებ-გვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/SubCategory/Sector-Reports





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42