თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება
სამართალი - 10:34, 08 Oct, 2019     1358
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. პროცესზე ადვოკატები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.


ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ლევან ჯიქურის ადვოკატის განცხადებით, შესავალი სიტყვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდეს.

ვახტან იაშვილი ვარაუდობს, რომ ლევან ჯიქური, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შესაძლოა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.

"აქციის მონაწილე ექვსი ბრალდებული პირის მიმართ განიხილება დღეს საქმე. ადვოკატებს, ვისაც შესავალი სიტყვა დარჩათ, ისინი წარმოთქვამენ ამ სიტყვას და შემდგომი ეტაპი უკვე მტკიცებულებების გამოკვლევაა. როგორც წერილობითი, ისე ვიდეომტკიცებულებების და რა თქმა უნდა, მოწმეთა დაკითხვები. იმის მიხედვით, თუ დაცვის მხარის შესავალი სიტყვა რამდენად ვრცელი იქნება, მოსამართლე გადაწყვეტს მოესწრება თუ არა მოწმეთა დაკითხვები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი და ლევან ჯიქური არიან. ამ სასამართლო პროცესზე არსებითად არაფერი შეიცვლება სასამართლო განხილვის ეტაპიდან გამომდინარე. შესაბამისად, განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ერთადერთი ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, თუ ეყოფა სასამართლოს და გადაწყვეტილების მიმღებთ ჭკუა და გონება, რომ ლევან ჯიქური, რომელიც მიჯაჭვულია სამედიცინო სავარძელს, შესაძლოა, გაათავისუფლონ გირაოთი. დარჩენილი შესავალი სიტყვის წარმოთქმა იქნება და თუ დარჩება დრო, მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება", – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42