35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
სამართალი - 09:58, 08 Oct, 2019     2320
სასტიკი მკვლელობა რუსთავში - საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.


ერთ-ერთი ბრალდებულისა და გარდაცვლილის მეგობრის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა ბრალი დაუმძიმდა.

"გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა,. ბრალის ფორმულირება შეიცვალა. ის დაკავებული იყო სსკ-ის 370-ე მუხლით, ხოლო ახლა დაკავებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3ა-თი, ანუ ეს მუხლი ითვალისწინებს ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას. ანუ ბრალდების ვერსია და ვარაუდი არის, რომ თურმე, ჩვენ პოლიციელებთან ერთად დავგეგმეთ ჩვენი მეგობრის გატაცება. ეს არის აბსურდი, არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება. ჯერ უნდა იცოდე, რომ პოლიციელი იტაცებს და ეს წარმოუდგენელია, როდესაც პოლიციელის ფორმა აცვია, როგორ შეიძლება, შენ განცდა გქონდეს, რომ იტაცებს, როდესაც ოფიციალურად პოლიციელია. ეს ერთი და მეორე, როგორ შეიძლება, შენი მეგობარი გადასცე პოლიციელებს, რომ შემდგომ მათ თუ სხვებმა აღნიშნული პიროვნება მოკლან. ეს მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ბრალდება განწირულია, დღის სინათლეს ვერ იხილავს" – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე იცნობით, დაკავებული გიორგი გეთაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

დღესვე პროკურატურამ ბრალი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს 143-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, კიდევ ერთ დაკავებულს, გ.ა-ს კი ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პოლიციელებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე არიან დაკავებული ამ დრომდე ადვოკატები არ ჰყავთ. რუსთავის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, 35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. დაღუპულს 30ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი დააკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42