მთავრობის კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო გადავიდეს:
"ვიდრე ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა დასრულდება, ახალი პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში იმუშავებს. რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იყო სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერჯერობით იმ შენობაში მუშაობს საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. განხილვის თემაა ისიც, ხომ არ იქნება ძალიან დიდი ეს შენობა ერთი რომელიმე სამინისტროსთვის. ამიტომ ჯერ უნდა შევისწავლოთ ფართი და ოთახების რაოდენობა. ჯერ დაველოდოთ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდეგ ვიმსჯელებთ ავლაბრის რეზიდენციის ბედზე",- აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






