არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცის ლიკვიდაციაში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები დაეხმარნენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაკავებულმა პოლიციელებმა 12 000 აშშ დოლარზე მეტი აიღეს. გარიგება კი ესპანეთში შედგა.
ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან არსებული დაპირისპირებაა. წყარო პირდაპირ ამბობს, რომ მკვლელობის მოტივი "ქურდული ობშიაკია", რომელიც დავით მუმლაძემ მიითვისა.
საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს ახალგაზრდა კაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა - მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ ყოფილ სამართალდამცავთან, დიტო დუღაშვილთან ერთად მძევლად აიყვანეს და ლიკვიდაციის მიზნით 1982 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ა.-ს გადასცეს, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი გეთაშვილს, მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






