მუმლაძის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი მკვლელობა და შეცვლილი გვარ-სახელები - პოლიციელების მონაწილეობით ჩადენილი დანაშაულის დეტალები
სამართალი - 15:09, 07 Oct, 2019     7790
35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმის სკანდალური გაგრძელება - საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს ახალგაზრდა კაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომლებმა - მიხეილ ღუბიანურმა და და­ვით მიროტაძემ ყოფილ სამართალდამცავთან, დიტო დუღაშვილთან ერთად მძევლად აიყვანეს და ლიკვიდაციის მიზნით 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვ გ.ა.-ს გადასცეს, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი გეთაშვილს, მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიცია ეძებს სასტიკი მკვლელობის კიდევ ერთ ფიგურანტს, რომლის ვინაობასაც ბრალდებულები არ ასახელებენ.

როგორც ჩანს მუმლაძის მკვლელობა დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და ამ ეჭვის საფუძველს მკვლელობაში მონაწილე და ფიგურანტი პირების მიერ გვარ-სახელების შეცვლა აძლიერებს.


კერძოდ, მოკლულ დავით მუმლაძეს ვინაობა შეცვლილი ჰქონდა, მას რუსთავში ყველა ზურა დადეშელის სახელით იცნობს. ხოლო გიორგი გეთაშვილის რეალური სახელი გიორგი ოქრუაშვილია.

გვარის შეცვლა სავარაუდოდ წარსულში არსებული დაპირისპირების შედეგია.

პირველ ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ, არსებული ინფორმაციით, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულმა გიორგი გეთაშვილმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წამოიყვანა დავით მუმლაძე, ამის შემდეგ პოლიციელებმა გააჩერეს აღნიშნული ავტომობილი, საკუთარ მანქანაში გადაისვეს 35 წლის ახალგაზრდა და მიიყვენეს რუსთავში, მტკვრის ნაპირზე, სადაც მათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტები ელოდებოდნენ.

35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1 ოქტომბრიდან ეძებდა. მისი ცხედარი საბოლოოდ 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა.
მამაკაცს 30 ზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42