ახალ მეცნიერულ აღმოჩენას - მეხუთე თავის ქალა დმანისიდან, მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის გარდა დღეს სტატიებს უძღვნის „ნიუ-ორკ თაიმსი“, „გარდიანი“, „ბი-ბი-სი“ და „სი-ენ-ენი“.
აღმოჩენა, რომელმაც, შესაძლოა, ადამიანის ევოლუციის შესახებ არსებული თეორია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, 2000 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენათა შორის მე-3 ადგილზე დასახელდა.
ჟურნალს science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოსა და აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები ადამიანის ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენს, რაც მეცნიერებს აიძულებს, გადახედონ დამკვიდრებულ მოსაზრებებს ადრეული ჰომოს გვარის წარმომადგენლების რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ.
ახალი აღმოჩენის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დღეს იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






